Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხშირად უკრძალავენ მოხუცებს, თავშესაფარში არ მიხვიდე, გვარცხვენო...' - ვინ და როგორ ზრუნავს ხანდაზმულებზე საქართველოში

თარიღი : 9-12-2019, 10:36 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან - გარ­და­იც­ვლე­ბა.

ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის თავ­შე­სა­ფა­რი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­შია. მათ გარ­და, არ­სე­ბობს კერ­ძო სა­ო­ჯა­ხო ტი­პის თავ­შე­საფ­რე­ბიც.

ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 500-700 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ფასს მო­ხუ­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­ზღვრავს. ყო­ველ­თვი­ურ გა­და­სა­ხად­ში სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ხან­დაზ­მუ­ლის მოვ­ლა და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­დის.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა შე­უძ­ლი­ათ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლებს, მა­მა­კა­ცებს კი - 65 წლის ასა­კი­დან. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, თა­მარ გო­ცა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა დღე­ში მი­ნი­მუმ 12 ლარს, ხოლო მაქ­სი­მუმ 20 ლარს შე­ად­გენს.

"ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩვენს სა­თე­მო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებ­და 113 მო­ხუ­ცე­ბუ­ლი. თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვედ­რას ელო­დე­ბა 20 ადა­მი­ა­ნი და ვფიქ­რობთ, რომ მაქ­სი­მუმ ორ თვე­ში ჩავ­რთავთ ამ პროგ­რა­მა­ში. სა­ჭი­როა ად­გი­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. იმი­სათ­ვის, რომ ხან­დაზ­მულ­მა ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს, უნდა მი­მარ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მი­ა­კი­თხავს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, შე­ა­ფა­სებს მის სა­ჭი­რო­ე­ბას და შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

წელს „სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში 300 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზეა სა­თე­მო მომ­სა­ხუ­რე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს არის ამ წლის ლი­მი­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ორი დიდი ზო­მის მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რი, რომ­ლის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­საც ტრე­ფი­კინ­გის ფონ­დი ახორ­ცი­ე­ლებს და სრუ­ლად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო.

და­ნარ­ჩე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მი­საა, 24 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე გათ­ვლი­ლი. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და­ბა­ლი არ არის. წლის და­სა­წყის­ში 70-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გვყავ­და რიგ­ში, და­ვა­მა­ტეთ ად­გი­ლე­ბი და შევ­ძე­ლით მათი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსურ­ველ­თა 70% ბო­ლოს უარს ამ­ბობს პროგ­რა­მა­ში ჩა­რი­ცხვა­ზე" - აცხა­დებს თა­მარ გო­ცა­ძე.

კერ­ძო პან­სი­ო­ნა­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ბიზ­ნე­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ შედ­გა. გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან, სა­დაც მო­ხუც­თა პენ­სი­ას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნეც მა­ღა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ხუც­თა სახ­ლის შე­მო­სავ­ლის წყა­როდ ქცე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რად­გა­ნაც აქ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ვერ შეძ­ლებს ჰქონ­დეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სი­ბე­რე.

მო­ხუ­ცე­ბულ­თა და შშმ პირ­თა პან­სი­ო­ნა­ტის „ჩემი ოჯა­ხის“ მე­პატ­რო­ნე მაია ახა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია კერ­ძო იყო, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მათ არ­სე­ბო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას შე­უ­ერ­თდნენ:

"ამ საქ­მეს 2005 წლი­დან ვემ­სა­ხუ­რე­ბით. 2013 წლამ­დე კერ­ძო იყო, ამ­ჟა­მად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბას ვი­ღებთ. ეს არის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის პან­სი­ო­ნა­ტი და შვიდ ხან­დაზ­მულს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. ამ­ჟა­მად გვყავს ხუთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, ორი გარ­და­იც­ვა­ლა. აქა­ურ ცხოვ­რე­ბას აქვს წე­სე­ბი, რა თქმა უნდა. ისი­ნი მუდ­მი­ვად აქ ცხოვ­რო­ბენ, აქვთ დღის მან­ძილ­ზე გას­ვლის, გა­სე­ირ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­უძ­ლი­ათ წე­ლი­წად­ში 20 დღე და­ტო­ვონ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, წა­ვიდ­ნენ ნა­თე­სა­ვებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

მო­ხუ­ცე­ბის­თვის გვაქვს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი - ეზო­ში ვარ­ჯი­შო­ბენ, თა­მა­შო­ბენ, მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვა­ში, ჭრა-კერ­ვა­სა და სხვა აქ­ტო­ვო­ბებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად გვყავს მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი: ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი, გო­ნე­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლე­ბი და ა.შ." - გვიყ­ვე­ბა მაია ახა­ლა­ძე.

გარ­და სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო თავ­შე­საფ­რე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც, რო­მე­ლიც უსას­ყიდ­ლოდ სთა­ვა­ზობს ხან­დაზ­მუ­ლებს დღის ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბას და უფა­სო კვე­ბას. „სა­ქარ­თვე­ლოს კა­რი­ტა­სი“ უკვე 25 წე­ლია მუ­შა­ობს, არ­სე­ბობს და ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ფე­ნებს უწევს დახ­მა­რე­ბას:

"ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის "კა­რი­ტასს" აქვს ორი პროგ­რა­მა - სო­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვის და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პროგ­რა­მა შინ­მოვ­ლის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს და ხან­დაზ­მუ­ლებს აწ­ვდის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას შინ, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს დღის ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. გვაქვს ხან­დაზ­მულ­თა ერთი დღის ცენ­ტრი თბი­ლის­ში და ჩვე­ნი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­სა­დი­ლო ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ სეგ­მენტს. გვყავს დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოც შე­მო­დის მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბით. ამ მო­მენ­ტის­თვის, 40 ადა­მი­ა­ნია დღის ცენ­ტრში და აქე­დან ექ­ვსია მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით.

გვაქვს ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი, ასე რომ, მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მობ­რძან­დნენ ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მოგ­ვიყ­ვნენ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მა­ზე და თუ ჩავ­თვლით, რომ ის სა­ჭი­რო­ებს დახ­მა­რე­ბას, ვა­ნა­წი­ლებთ დღის ცენ­ტრში" - აცხა­დებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ინგა ჩხე­ი­ძე და ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტე­რე­ო­ტი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის მი­მართ, რაც მისი თქმით, მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს ბა­რი­ე­რებს უქ­მნის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

ჩხე­ი­ძე AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს ჯერ კი­დევ მი­აჩ­ნია, რომ მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვედ­რა ოჯა­ხის­თვის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვია.

"ჩვენ­თან ოჯა­ხე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძალ­ზედ არას­წო­რია. ხში­რად უკ­რძა­ლა­ვენ კი­დეც მო­ხუ­ცებს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თავ­შე­სა­ფარ­ში არ მიხ­ვი­დე, ნუ გვარ­ცხვე­ნო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა, ოჯა­ხის წევ­რი ვერ მკურ­ნა­ლობ­და მას და სა­ჭი­რო იყო ამ ადა­მი­ა­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, თუმ­ცა ოჯახ­მა სირ­ცხვი­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ე­წია დახ­მა­რე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში ეს არის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ევ­რო­პის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ით­ვლე­ბა სირ­ცხვი­ლად მო­ხუ­ცე­ბულ­თა მის­ვლა სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. თუკი ოჯა­ხი ვერ ახერ­ხებს მო­ხუ­ცის­თვის ღირ­სე­უ­ლი სი­ბე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, მა­შინ მას­ზე უნდა იზ­რუ­ნონ შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა“ - ამ­ბობს ინგა ჩხე­ი­ძე.

ცნო­ბი­სათ­ვის, ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნატ­ში ჩა­რი­ცხვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან პი­რე­ბი:

მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით;
ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­უ­რი ფორ­მით;
აქ­ტი­უ­რი სი­ფი­ლი­სით;
კა­ნის გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბით;
თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის თი­აქ­რე­ბის ღია ფორ­მით;
ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბით;
ისი­ნი, ვინც სა­ჭი­რო­ე­ბენ სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას


ნანახია: 293-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად
11 წლის თეკ­ლა ჯა­ოშ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვია. ის ფე­ნო­მე­ნუ­რი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.

ამინდი