Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი სურვილია, ჩემს ირგვლივ არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არიან უბედურები, მშივრები, ჩაგრულები,'-ქუთაისელი სამოქალაქო აქტისტი, რომლის ცხოვრების წესი ადამიანების დახმარებაა

თარიღი : 8-12-2019, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"როდესაც თვეში ერთხელ, საკუთარ თავს ვაძლევ ერთ დღეს დასვენებისთვის, ამ დროს უფრო ვიღლები"- ასე იწყებს საუბარს იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან თქვენთვის კარგად ცნობილი, აქტიური და წარმატებული ქალბატონი. ჩვენს გარშემო იშვიათად, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც, პირად, სამსახურებრივ და სამოქალაქო აქტივობას ერთმანეთს თანაბარი წარმატებით უთავსებენ. ასეთ ადამიანებს მიეკუთვნება ქუთაისელი ნატო დანელია.

ნატო დანელია რამდენიმე წელიწადია ხელმძღვანელობს ქალაქში ნომერ პირველ და მსხვილ სავაჭრო ცენტრს "გრანდ მოლს". ამბობს, რომ საკუთარ თავზე საუბარი მისთვის რთულია, თუმცა თვლის, რომ არის სამართლიანი, მომთხოვნი და პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი.

მსხვილი და წარმატებული სავაჭრო ცენტრის დირექტორობა მისი ერთადერთი ფუნქცია არ არის. ნატო დანელია აქტიურად არის ჩართული ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში, ყოველთვის არის იქ, სადაც ქალაქს სჭირდება. ამბობს, რომ მის ამგვარ ხასიათს და დამოკიდებულებას ქვეყნის, ქართული მიწა-წყლისა და ქართველი ხალხის სიყვარული განაპირობებს.

"გული არ მიშვრება, როცა ვხედავ, რომ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა. ვერ ვხედავ ორიენტირებას პროგრესისკენ, სწრაფი განვითარებისკენ. ვცდილობ გამოვაცოცხლო ქალაქი. ოჯახში 4 და ვიზრდებოდით. მე ვიყავი სულ განსხვავებული ხედვის, ენერგიის ადამიანი. არ შემიძლია უსამართლობაზე თვალის დახუჭვა. ჩემს ხასიათშია, ვიყო იქ, სადაც იჩაგრებიან და სადაც უსამართლოდ ექცევიან. ჩემი სურვილია, ჩემს ირგვლივ არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არიან უბედურები, მშივრები, ჩაგრულები. ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ განვითარებას. ხელი შევუწყო იმას, რომ ადამიანები ბედნიერი სახეებით გამოდიოდნენ ქუჩებში, ადამიანებს ბედნიერების მიზეზი ჰქონდეთ. როდესაც თვეში ერთხელ, საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას რომ დავისვენო, ამ დროს უფრო ვიღლები. დრაივში და მოძრაობაში ყოფნა არასდროს მღლის,"- ამბობს ნატო დანელია.

ნატო დანელია იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც თანაბრად წარმატებით მართავენ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას. მისი ოჯახის დამსახურებად თვლის იმას, რომ აქვს შესაძლებლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმე აკეთოს.

"ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს. ჩემი შვილი ძალიან დამოუკიდებელი, ჭკვიანი და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულია. ერთმანეთს არ ვღლით ჭკუის სწავლებით, პირიქით, ვამხნევებთ. 19 წლისაა და მასთან მეც თინეიჯერი ვარ. ხანდახან მე ვთავაზობ ხოლმე გიჟურ აქტივობებს. ორი თითის აწევით ვესამებით ხოლმე ერთმანეთს. შვილის მსგავსად, ასეთივე გამგებია ჩემი მეუღლე. იცის, რომ ღამის სამ საათზე შეიძლება დაჭირდეს საქმეს და სახლიდან გარეთ გამოვიდე.არ აქვს კითხვები. იცის, რომ საქმე მოითხოვს ასე. ამ კუთხით ოჯახისგან წნეხი არ მაქვს,"- ამბობს ნატო დანელია.

სავაჭრო ცენტრი "გრანდმოლი", რომელსაც თქვენ ნატო დანელია 2012 წლიდან მართავს, 2018 წელს გამართულ წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოვების ცერემონიალზე "წლის კომპანიის" ნომინანტი გახდა. ნატო დანელია, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა, ამბობს, რომ თუ ქვეყანა ბიზნესის განვითარებისთვის შესაბამის პირობებს შექმნის, კომპანიაც უფრო მეტად განვითარდება.

"გრანდმოლი"-ს ისტორია დაიწყო 2012 წელს, როდესაც გავხდი კომპანის ხელმძღვანელი. 7 წელი დასჭირდა შენობის ტექნიკურად გამართვას. თუ სახელმწიფო ხელს შეგვიწყობს, არ იქნება ლარის კვლავ გაუფასურება, ენერგომატარებლების ტარიფების ზრდა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მოწოდებები 10-20 წლით დავტოვოთ ქვეყანა, ამ შემთხვევაში განვითარების დიდი შესაძლებლობა გვაქვს. დღეს კი ველოდებით რა მოხდება, როგორ განვვითარდებით. მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და სამოქალაქო აქტივისტი, ვცდილობ ხელი შევუწყო იმას, რომ ქვეყანაში დამყარდეს ნამდვილი დემოკრატია, არ ხდებოდეს ქვეყნიდან ხალხის გადინება და ამ ქვეყნის შვილები საკუთარ ქვეყანაში თავს არა უბედურად, არამედ ბედნიერად გრძნობდნენ,"- ამბობს ნატო დანელია.


ნანახია: 193-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სავაჭრო ცენტრ 'გრანდმოლი'-ს ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაშვების საფრთხე არსებობს.
შეხვედრაზე დანელიამ მომავალ გეგმებსა და საკუთარი კანდიდატურის უპირატესობებზე ისაუბრა.
ისინი გარე მოვაჭრეების აღნიშნული ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვენ.
როგორც ნატო ქათამაძემ განაცხადა, მისი მიზანია შეხვდეს როგორც მოქალაქე ამომრჩევლებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

ამინდი