Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამუშაოები, რომლებიც საჩხერის სოფლებში მიმდინარეობს

თარიღი : 8-12-2019, 13:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიადი შალამბერიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გაეცნო.

ზვიად შალამბერიძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ პერევში ორი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 202 000 ლარს შეადგენს. ასევე პერევში 2400 მეტრზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო.

გზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ჩიხაშიც და განსახორციელებელი პროექტის ღირებულება 298 000 ლარია.

ამასთან, ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - ჩიხის, სხვიტორის, ზედა და ქვედა ორღულის სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 4 სოფლის 1500-მდე ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტის ღირებულება 7 500 000 ლარს შეადგენს.

სოფელ არგვეთში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ბაღი ორი ასაკობრივი ჯგუფის 70 ბავშვზე გათვლილი. უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღის ინვენტარით აღიჭურვება.


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი 119 000 ლარით