ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის საახალწლოდ მორთვა 20 დეკემბრისთვის დასრულდება
თარიღი : 6-12-2019, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ააიპ ,,ქუთგანათების სერვისი'' აწარმოებს. როგორც მისი დირექტორი მალხაზ ბასილაძე Topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი 25 დეკემბრისთვის დასრულდება.
„დღეიდან ვიწყებთ საახალწლო განათებების მონტაჟს მასშტაბურად, ასევე ცენტრალური ნაძვის ხის მოწყობას. გამოტანილია უკვე კონსტრუქციები. ვცდილობთ 20 რიცხვისთვის დავამთავროთ ცენტრალური ნაწილი და შემდეგ გადავიდეთ უბნებში ან თუ მოვასწარით, უბნების განათებებზეც პარალელურად ვიმუშაოთ. გვაქვს ახალი კონსტრუქციები, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა, ძველები კი აღდგება და გავა პერიფერიებზე, ცენტრალურ ქუჩებზე და იქ, სადაც შესაძლებელია, გვინდა 25 დეკემბრისთვის განათდეს ქალაქი,“- ამბობს მალხაზ ბასილაძე.
მიმდინარე წელს, საახალწლოდ ახალი განათებების და მასთან დაკავშირებული მასალების შესყიდვა, 107 140 ლარად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „დანდიმ“ უზრუნველყო.
ავტორი: ქეთი გელაშვილი