"თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალები უნდა დამარცხდნენ"
თარიღი : 10-03-2014, 15:37 | კატეგორია: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელად ამავე პარტიის წევრი ვალერი ფოცხვერია აირჩიეს. კონფერენცია, სადაც ხელმძღვანელი შეცვალეს, სამტრედიაში დღეს ჩატარდა.
„ქართული ოცნების“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 15 ივნისს „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება. ფოცხვერიას თქმით, სამტრედიის მუნიციპალიტეტი მასში დასაქმებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა როდენობის მიხედვით, „ნაციონალების“ შტაბს უფრო ჰგავს, ვიდრე მუნიციპალიტეტს. ვალერი ფოცხვერია იმასაც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალები“ უნდა დამარცხდნენ.
„სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე „ნაციონალებითაა“ დაკომპლექტებული. ეს ადგილობრივი ხელისუფლება კი არა, „ნაციონალების“ წინასაარჩევნო შტაბია. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ არჩევნებზე „ნაციონალები“ სამტრედიის მმართველობას ჩამოვაშოროთ და ის სამტრედიელ ხალხს დავუბრუნოთ,“ - ამბობს ფოცხვერია.