Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუნდები, რომლებიც ვანში გამართული 'მან-სან-კანის' გამარჯვებულები

თარიღი : 5-12-2019, 21:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციის ორგანიზებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ასევე ა(ა)იპ კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრი“-ს მხარდაჭერით და ხელშეწყობით, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში „მან-სან-კანის“ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც, ვანის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

ესენია: ვანის პირველი და მეორე, ბზვანის, ზედა ვანის, შუამთის, ამაღლების, ზეინდრის, ფერეთისა და და შუაგორას საჯარო სკოლები. გუნდების მონაწილეები ერთმანეთს გამჭრიახობასა და იუმორში ეჯიბრებოდნენ.

კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, მესამე ადგილი შუამთის საჯარო სკოლის გუნდმა „სენსაცია“, ხოლო მეორე ადგილი ზეინდრის საჯარო სკოლის გუნდმა "V.I.P." დაიკავა.

ჩემპიონატის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ვანის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N2 საჯარო სკოლის გუნდი „ვირუსი“. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მან-სან-კანის ფედერაციამ თასებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.

ყველაზე საზრიანი გუნდის ტიტული ბზვანის საჯარო სკოლის, ხოლო, ყველაზე მხიარული ვანის N1 საჯარო სკოლის იუმორისტულ გუნდს ერგო. ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბების თამაშს საქართველოში მრავალწლიანი ისტორია აქვს, რითაც საშუალება ეძლევა ახალგაზრდებს განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები, გაიცნონ თანატოლები და ერთმანეთს ყველაზე მხიარულის და საზრიანის ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯიბრონ. კულტურის სამსახური დიდ მადლობას უცხადებს ყველა მონაწილე სკოლას პროექტში აქტიური ჩართულობისათვის.


ნანახია: 361-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჟიურის მიერ დაწერილ ჯამური შეფასების მიხედვით 43 ქულით გაიმარჯვა ზეინდრის საჯარო სკოლის გუნდმა 'VIP', რომელსაც ჩემპიონატის თასი
სადაც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ფესტივალში, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, მუნიციპალიტეტის

ამინდი