Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სცემა თუ არა მესამე კლასის მოსწავლე ქუთაისში პედაგოგმა?-სკოლა მომხდარს იკვლევს

თარიღი : 5-12-2019, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის, მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ კუხიანიძე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფატს უარყოფს. კუხიანიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ბავშვის მშობელი ცირა ხაბურძანია მას ჩასაფრებული პოზიციიდან უყურებს. პედაგოგი ამტკიცებს, რომ 8 წლის ბავშვს მხოლოდ შენიშვნა მისცა, ფიზიკურ ძალადობას კი ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, თმის ბღუჯა, რომელზეც ქალბატონი ცირა მიუთითებს, ბავშვის ფანტაზიას უკავშირდება.

„მე უკვე მესამე წელია ვასწავლი ამ ბავშვს და ასეთი შემთხვევა არასდროს მომხდარა. უბრალოდ გასულ წელს, მოხდა ისე, რომ ბავშვი მარტო წავიდა სახლში, დამოუკიდებლად. დედამისი მაშინაც მე მადანაშაულებდა, უყურადღებოდ დატოვეო. თუმცა ეს იყო პარასკევი დღე, ღია კარის დღე, როცა ყველა მშობელი ამოდის ჩემთან, ვსაუბრობთ,  ვაჯამებთ გასულ კვირას. ამ დღესაც ასე მოხდა. შევხვდი მშობლებს, ვისაუბრებთ, ყველანი ერთად ვისხედით ჯგუფში. შემდეგ, სახლში რომ მივედი, მირეკავს დირექცია, ბავშვი სად არისო. მაშინაც ჟურნალისტები იყვნენ მოსულნი, მშობლებიც, მანდატურის სამსახური, ბოლოს გაირკვა რომ ბავშვი თავისით მისულა სახლში. მაშინ მე გავმართლდი. ამ ბავშვის დას დააგვიანდა და აცდა ალბათ ბავშვს სადმე გზაში. ამ დღის შემდეგ მოვიწვიე  კრება, რამაც ვფიქრობ რომ გააღიზიანა მშობელი. მე ველოდი, რომ  მეტყოდა, თამრიკო მასწავლებელო მაპატიეთ, თქვენ არ ყოფილხართ დამნაშავეო, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ ფაქტის შემდეგ, ვფიქრობ, რომ გარკვეული ბოღმა ჩაიდო გულში და ჩასაფრებულის პოზიციით იყო ჩემს მიმართ.
ის თმის ნაწილი რა იყო არ ვიცი, ალბათ ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია, მოისმინა ალბათ რამე სახლში. მე უბრალოდ ბავშვს თავზე მივადე ხელი დაწერეთქო, ვთხოვე, რა ბღუჯა თმა, ის ბღუჯას ჰგავს რაც დადო? არამგონია.... ბავშვმა შემდეგ დაწერა, ჩვეულებრივად მეკონტაქტებოდა, გავუსწორე ნაწერი, მივაწოდე რვეული, ისწავლე-თქო ვუთხარი და დამთავრდა  გუშინდელი დღე. ამის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი. ამდენი წლის პედაგოგი ვარ და არანაირი მოძალადეობა არავის მიმართ არ მქონია, ესაუბრეთ მშობლებს, ყველა დაადასტურებს  ამას,“- ამბობს პედაგოგი თამარ კუხიანიძე.

პედაგოგს ამართლებენ სხვა მშობლები. ისინი ბავშვზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ თამარ კუხიანიძის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას.

„ჩვენ მშობლები მოვითხოვთ, თვითონ დატოვოს მშობელმა სკოლა. თუ სკოლა არ მოგწონს, ვალდებული ხარ წახვიდე სხვაგან, რატომ ჩერდები აქ? ჩვენ ვართ 30 მშობელი და ერთი მშობელი ვერ მოხსნის თამრიკო მასწავლებელს. ის არის პირველ რიგში, ადამიანი, შემდეგ პედაგოგი. ცირა ხაბურძანიას ჭკუაზე, რომ დატოვოს თამარ კუხიანიძემ ადგილი, ვერ გავივლით. ყველა დავუდგებით პედაგოგს გვერდით. არ შეიძლება მხოლოდ ბავშვის უფლებებზე ილაპარაკო მშობელმა და ზრდილობა არ ასწავლო ბავშვს. ჩემი შვილი არ არის ცელქი, მაგრამ მე აქ ვდგავარ და სანამ არ შემოვა მასწავლებელი ფეხს არ ვიცვლი. ჯერ ერთი არანაირი ძალადობა არ მომხდარა და თუკი მოხდება, ჯერ მშობელმა ის უნდა გაარკვიო, რატომ მივიდა მასწავლებელი იმ წყობამდე, რომ თმა მოჩეჩა“- ამბობს მშობელი სოფო ფურცხვანიძე.

„ელემენტარული ბავშვს ვეუბნები ზარი დარეკილია, მასწავლებელი მორიგეა და გაჩერდითქო და შენ ვინ გეკითხებაო,  ენა წამიგდო, იცი რას გიზამო? რა უნდა მიქნას იმან მე? მე ჩემს შვილსაც დავეკითხე, რა მოხდა გუშინ მეთქი და არაფერი არ მომხდარა, რვეულები და წიგნები არ ჰქონდა და მისცა მასწავლებელმა შენიშვნა, რატომ არ წერ და რატომ არ გაქვს სასწავლო ნივთებიო. ბავშვებმა მივეცით შემდეგ ფურცელი და დაწერა ფურცელზეო. უბრალოდ შენიშვნა მისცა, არც უტირია ბავშვს და არც ცუდ ხასიათზე ყოფილაო, ასე მითხრა ჩემმა შვილმა,“- ამბობს მშობელი ქრისტინე ცარციძე.

სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ბავშვზე ძალადობის ფაქტი დადასტურდება, სკოლის ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისს ღონისძიებებს გაატარებს.

„თუ ფაქტის შესაბამისი შესწავლა არ მოხდა, მე ვერც ბავშვის ფანტაზიას დავაბრალებ და ვერც იმას, რომ დავუშვათ ბავშვი იტყუება. თქვენ ნახეთ,რომ რადენიმე წუთის წინ, პირადად შევხვდი დამრიგებელს, დავუსვი კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები მივიღე. მაგრამ, ამ პასუხებსაც უნდა შესწავლა, გადამოწმება. თავისი ინიციატივით მოვიდნენ მშობლები, მთელი კლასი იყო აქ, მათ აქვთ თავიანთი პოზიცია და გამოთქვეს მოსაზრებები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუკი დადასტურდა ის , რა ინფორმაციაც მე მივიღე ( სამწუხაროდ არა მშობლიდან, არამედ სოციალური ქსელებიდან),  სკოლის ადმინისტრაცია გაატარებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც კანონმდებლობა გვავალებს. აქ უკან დახევა არ იქნება, თუკი დადასტურდება, რომ მასწავლებელმა ბავშვზე იძალადა, დამთავრებულია საქმე, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად,"-ამბობს თამაზ ჭაბუკიანი.

ჩვენ დირექტორს იმის შესახებაც ვკითხეთ, მშობელს, ცირა ხაბურძანიას აქამდე მსგავსი პრობლემებით თუ მიუმართავს მისთვის, ჭაბუკიანი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი სჯობს ღიად დავტოვოთ.

„იყო ერთი მაგალითი, ფაქტი, რამაც არ მინდა გარკვეულწილად დისონანსი შეიტანოს ამ საკითხის ობიექტურად თუ არაობიექტურად შესწავლასთან დაკავშირებით. ამდენად ამ ეტაპზე, ამ საკითხს მე არ ვუპასუხებ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ვუპასუხებ კიდეც, რაც მომეთხოვება, მორალურად, ზნეობრივი საკითხებიდანაც შევეხები ამ თემას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა დავიცავ კანონს და მის მოთხოვნებს. როგორც კი მოგვმართავს ქალბატონი ცირა, იმ დღიდან, იმ წუთიდან, იმ წამიდან დავიწყებთ საკითხის შესწავლას,"-ამბობს სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ მშობელი ცირა ხაბურძანია ამბობს, რომ მის შვილს, მესამე კლასელ ბავშვს კლასის დამრიგებელი ფიზიკურად შეეხო. შვილმა მას სკოლიდან თმის ის ნაწილი მიუტანა, რომელიც მასწავლებელმა თვიდან ამოგლიჯა. ხაბურძანია განმარტავს, რომ პედაგოგისგან მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა აქამდეც შეუნიშნავს, თუმცა ძალადობის ასეთი ფაქტი არასდროს დაუფიქსირებია. მისივე თქმით, მესამე კლასელმა ბავშვმა თმა ჩუმად შეინახა, რათა ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის.

ცირა ხაბურძანიამ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს განათლების სამინისტროს, ასევე შს მინისტრს და სახალხო დამცველს. იგი ძალადობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს.
 


ნანახია: 600-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინციდენტი რაიონის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მე-12 საჯარო სკოლის მესამეკლასელ ბავშვს შორის მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა პირველკლასელ მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე დღის წინ მიაყენა.

ამინდი