Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პედაგოგმა მოსწავლეს თავიდან თმა ააგლიჯა-ძალადობის ფაქტი ქუთაისი მესამე საჯარო სკოლაში

თარიღი : 5-12-2019, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მესამე საჯარო სკოლაში, 8 წლის ბავშვს კლასის დამრიგებელი ფიზიკურად შეეხო. როგორც მოსწავლის მშობელი ცირა ხაბურძანია Topnewss.com.ge-სთან აცხადებს, შვილმა მას სკოლიდან თმის ის ნაწილი მიუტანა, რომელიც მასწავლებელმა თვიდან ამოგლიჯა. ხაბურძანია განმარტავს, რომ პედაგოგისგან მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა აქამდეც შეუნიშნავს, თუმცა ძალადობის ასეთი ფაქტი არასდროს დაუფიქსირებია. მისივე თქმით, მესამე კლასელმა ბავშვმა თმა ჩუმად შეინახა, რათა ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის.

„მე უკვე სამი წელია ვცდილობ თამარ კუხიანიძესა (დაწყებითების პედაგოგი) და ჩემს შვილს შორის ურთიერთობის დარეგულირებას, მოლაპარაკებების გზით, დირექტორის საქმის კურსში ჩაყენებით, მიიღო კიდეც გაფრთხილება რამდენჯერმე დირექტორისგან, თუმცა მაინც ასე რამ გააკეთა. ცნობილია, რომ მოძალადე პერმანენტულად არ სჩადის დანაშაულს, შეიძლება ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ჩაიდინოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვმა გუშინ სამსახურში მომაკითხა, დამიდო მაგიდაზე ეს თმა, დაჯდა და აქვითინდა. ახლაც არ დამიჯერებო? - მითხრა. წარმოიდგინეთ, ის ჩემგან ითხოვს შველას და დახმარებას. მე ასევე მივმართე საზოგადოებას, რომ დაუდგნენ მას გვერდით და ბავშვმა იცოდეს, რომ სინამდვილეში ჩვენ ძალადობას ვაპროტესტებთ.

ასეთი ფაქტი აქამდე არასდროს შემინიშნავს, თუმცა იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ვთვლიდი, რომ შეიძლება ზღვარს გადადიოდნენ ბავშვები, ცელქობდნენ, 30 ბავშვია თან კლასში და მასწავლებლისგან არ ყოფილა ისეთი ზეწოლა და მომენტალურად აღიქვა ბავშვმა ასე. მაგრამ ეს ახლა მეტისმეტი იყო. როგორც კი ბავშვმა თმა მომიტანა, მაშინვე დავეკონტაქტე პედაგოგს, არ უარყო, რომ ფიზიკურად შეეხო, მაგრამ ასე ძალიანაც არაო. მითხრა დავალება არასრულყოფილად ჰქონდა შესრულებულიო. ეს მიზეზები არ ამართლებს ასეთ სასტიკ მოპყრობას და ასეთი ტკივილის მიყენებას. ვითხოვ ამ ფატზე რეაგირებას და სასწავლო პროცესიდან ამ პედაგოგის ჩამოშორებას. ბავშვს აქვს განათლების, განვითარების და პიროვნული ღირსების დაცვის უფლება, ამაზე უნდა ზრუნავდნენ მშობლებიც, მასწავლებლებიც და საზოგადოებაც,“- ამბობს ხაბურძანია.

ცირა ხაბურძანიამ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს, ასევე შს მინისტრს და სახალხო დამცველს. იგი ძალადობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცნობილია, სახესა და ყელზე ფიზიკური დაზიანებები პირველი კლასის მოსწავლეს საკუთარმა პედაგოგმა მიაყენა.
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი მოსწავლეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, სკოლიდან გაათავისუფლეს.
გათავისუფლებული პედაგოგის უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ამბობს, რომ საქმე უკვე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა ცემის

ამინდი