Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა კეთდება ბაღდათის მუნიციპალიტეტში?-გუბერნატორის მონიტორინგი ბათდათში

თარიღი : 4-12-2019, 17:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მშენებარე საბავშვო ბაღი მოინახულეს. ამ დრომდე სოფელ დიმში სასწავლო პროცესი ამორტიზებულ შენობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟი განხორციელდა. 2020 წელს დიმის მე-2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში შეხვდებიან.

სოფელ მეორე ობჩაში კი დასრულების ეტაპზეა ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბულატორიების ფონდიდან აფინანსებს და მისი ღირებულება 35 268,34 ლარია.

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნენ. გაბიონების მოწყობა და დამეწყრილ ადგილებში საყრდენი კედლების გამაგრების სამუშაოები ერთდროულად 12 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 59 018.00 ლარს შეადგენს.


ნანახია: 318-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი