Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მეოთხე ცდაზე სახელმწიფო დროშას საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია აღმართავს?!

თარიღი : 4-12-2019, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სახელმწიფო დროშის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. მასში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, ტენდერში ქუთაისის საკრებულოს წევრის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 49 959 ლარად შეასრულებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

ეროვნული დროშის აღმართვისთვის აღნიშნული თანხის დახარჯვას აპროტესტებენ ადგილობრივ ოპოზიციაში. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქალაქის მერს მოუწოდებს, იმ თანხებით, რაც დროშის მოწყობას სჭირდება, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმაროს.

„მეოთხე ტენდერია ეს უკვე, რაც მიანიშნებს იმაზე, რა ტენდერების გამოხადებაც იციან მერიაში და რისი გაკეთებლებიც არიან.  აქ შემაშფოთებელი ის არის, რომ საკრებულოს წევრის ოჯახმა მოიგო ეს ტენდერი. ახლა ოპოზიციას რატომ უკვირს საკრებულოს წევრების ყოფნა აქციებზე, ეს კიდევ გასაკვირია. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი დგარი ტაჯიკეთშია, მერეა ბაქოში და მესამე ადგილზე იქნება ახლა ქუთაისი. რომელ ქვეყნებს ვედრებით? არ იცით, რომ დროშის მოვლა ძალიან ძვირი დაჯდება? იმიტომ რომ  სახელმწიფო დროშის აღმართვის, დაკიდების, მისი მოვლა-პატრონობის შესახებ ცალკე კანონი არსებობს. სხვათაშორის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს, ვინც ამას არ შეასრულებს. ყოველი ქარის დროს, დახევის დროს უნდა გამოიცვალოს და როგორც ვიცი 1000 ლარამდე ჯდება ერთი დროშა, მეტი თუ არა.
მინდა ქალაქის მერს ვუთხრა, 70 000  ჯიპის ყიდვაში დახარჯე, 50 000-ს დროშის დაკიდებაში ხარჯავ, ჭამა-სმაში ნახევარ მილიონს,  ბენზინშიც ნახევარ მილიონს და როცა მოდის ადამიანი და გეუბნება მიჭირს, ვკვდები, წამლის ფული არ მაქვს, მშიერი ვარო და იმას ეუბნები ფული არ მაქვსო",-ამბობს გოგი წულაია.

ცნობისთვის, დროშის დგარის მოწყობის მიზნით ელექტრონული ტენდერი მერიამ ოთხჯერ გამოაცხადა. წინა ტენდერები მერიამ ისე გამოაცხადა, რომ დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა - ნიადაგის შესწავლა გავლილი არ ჰქონდათ.

სახელმწიფო დროშის აღმართვა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ  იგეგმება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 467-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი
გამარჯვებულმა კი დროშის დგარის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.
სტუდენტები რეგიონების ადმინისტრაციულ შენობენთან სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. შესრულდება

ამინდი