Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნიკა ლატარიას გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით საკრებულოს აპარატისთვის არ მიუმართავს

თარიღი : 4-12-2019, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი-ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლებლებად რამაზ ჩხიკვაძე და ირაკლი შენგელია განიხილებიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებაში კონსულტაციები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, აღნიშნული პირებიდან ვინ შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას.

"ნიკა ლატარიამ ოფიციალური წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ბიუროს. ბიუროს იმსჯელებს განცხადებაზე. ბიურო იმაზეც იმსჯელებს ვინ იქნება თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. კანონით არ არის განსაზღვრული რამდენ ხანს უნდა იყოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. შესაძლოა მალე ჩაინიშნოს სხდომა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ხდება,"- განუცხადეს TOPNEWS.COM.GE-ს საკრებულოს აპარატში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ლატარიამ, რომელიც ქალაქის საკრებულოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელმძღვანელობდა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ლატარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ მის ამ გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან. ამ დროისათვის გადადგომის შესახებ საკრებულოში ლატარიას ოფიციალური განცხადება არ შესულა.


ნანახია: 438-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლატარიას მიერ ჯგუფის დატოვება საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ნატო ქათამაძის შენიშვნების საფუძველზე მოხდა.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლევან კირკიტაძის განცხადებით, აღნიშნული დღის განმავლობაში გახდება

ამინდი