Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის სოფელში, მდინარეში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს მაშველები ვერ პოულობენ

თარიღი : 3-12-2019, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში, სოფელ საჯავახოში, მდინარე რიონზე 29 ნოემბერს დაკარგულ, 32 წლის ალექსანდრე ნადირაძის სამძებრო სამუშაოები მე-4 დღეა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ნადირაძე, რომლის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს, სავარაუდოდ მდინარეში გადახტა.

ადგილზე, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

სამძებრე სამუშაოებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უშუალოდ არის ჩართული მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია. მერმა დაკარგულის მამა მოინახულა, გაამხნევა და მაქსიმალურ გვერდით დგომას დაპირდა

მერის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება, რათა დაკარგული 32 წლის მამაკაცი დროულად მოძებნონ.


ნანახია: 318-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ზეგანში სოფლის მოსახლეობა, მაშველები და პოლიცია 76 წლის მამაკაცს ეძებენ.

ამინდი