Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე აღნიშნეს

თარიღი : 3-12-2019, 18:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილესთან გოჩა ჭუბაბრიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ,,ნათელი მომავალი" ესტუმრა. სტუმრებმა ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერეს და რამდენიმე მათგანი შეიძინეს.

მუნიციპალიტეტის მერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის წარმომადგენლებს და ბენეფიციარებს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ის 1992 წელს, გაეროს მიერ დაწესდა, მისი მიზანია შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის და ღირსების პატივისცემა. წლევანდელი საერთაშორისო დღის სლოგანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერება, საყოველთაობისა და თანასწორობის დაცვა“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ყველა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, თანასწორი და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.


ნანახია: 299-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ქუთაისის ერთ-ერთ მუზეუმში შემეცნებითი და გასართობი ტური გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა საკითხებზე რეაბილიტაციის პროგრამების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ დონეზე
კონფერენციაზე შშმ პირთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო აქტივიზმზე ისაუბრეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის ვიცე-მერმა მიიღო.
ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ეტლის მოთხოვნით გოჩა ჯინჯიხაძის ოჯახმა რამდენიმე

ამინდი