Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერმა სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს უმასპინძლა

თარიღი : 3-12-2019, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპლიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მიღების დღე ხონის პირველი საჯარო სკოლის მესამე “ბ”კლასის მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების მასპინძლობით დაიწყო.

მერმა პატარებს მერიის მუშაობის პრინციპი აუხსნა, განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო, მათი სურვილები გამოიკითხა, ბეჯითი სწავლისაკენ მოუწოდა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

თავის მხრივ, ბავშვებმა პირველ საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზის რეაბილიტაციისათვის მერს მადლობა გადაუხადეს და სურვილისამებრს, შეკითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ასევე, მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა და სპეციალისტებმა მოსწავლეებს მათი სამუშაო გარემო და პრიორიტეტები გააცნეს.

ვიზიტის დასასრულს პატარებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.


ნანახია: 308-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის გამგებელმა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგია, რომელიც 50 საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელდა.

ამინდი