'ამ კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩაჩავამ, გუნდს მიხედავს, თუ დატოვებს. თუ მან გუნდი არ დატოვა და ვალები არ აღიარა, ისე არაფერი იქნება,'-'ტორპედოს' ბედი კვლავ გაურკვეველია
თარიღი : 3-12-2019, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ისტორიული კლუბისთვის, „ტორპედოს“-სთვის მიმდინარე სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ წელს გუნდში ფინანსურმა კრიზისმა პიკს მიაღწია და კლუბი დაშლის პირას დადგა. ფეხბურთელები თვეების განმავლობაში ხელფასებს ვეღარ იღებდნენ. გუნდს თანხა არც ფეხბურთელთა კვებისთვის ჰქონდა. ამდენად, კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა მოახლოებულ მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოეყვანა. ახალწვეულებს ადაპტირებაში „ტორპედოს“ ფეხბურთელები ეხმარებიან.
იმისთვის, რომ გუნდი ეროვნული ლიგიდან არ გავარდნილიყო, კლუბში დარჩენილმა ძველმა და ახალდამატებულმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. ლიგაში დარჩენის მიუხედავად, თუ სპონსორი დრულად არ გამოჩნდა და არ გასწორდა დავალიანებები, გუნდი ლიცენზიას ვერ მიიღებს, ეს კი ეროვნული ლიგიდან მის დაქვეითებას გამოიწვევს.
კლუბმა, მიმდინარე სეზონი წყალტუბოში გამართული მატჩით დაამთავრა. ტორპედოს" სეზონის აღმოჩენა 16 წლის დავით ასათიანი გახდა. კუთვნილი პრიზი ფეხბურთელს "ტორპედოს" მეკარეების მწვრთნელმა დავით მამარდაშვილმა გადასცა.
ამასთან, ყოველი სეზონის ბოლოს, "ტორპედოს" ფანები წლის საუკეთესო ტორპედოელს ასახელებენ და შესაბამისი პრიზით აჯილდოვებენ.
ფანების გადაწყვეტილებით კი, 2019 წლის ტორპედოელი არა ერთი კონკრეტული, არამედ ყველა ის ფეხბურთელი გახდა, ვისაც წელს თუნდაც ერთხელ მაინც ეცვა "ტორპედოს" მაისური.
კლუბის პრეზიდენტი და გულშემატკივრები იმერეთის მთავარ საინფორმაციო Topnews.com.ge-სთან მიმდინარე სეზონს აჯამებენ.
„რთული სეზონი გვქონდა. ფაქტობრივად გუნდმა ითამაშა მესამე შემადგენლობით. ერთხელ დაიშალა გუნდი, ძირითადები წავიდნენ, მერე ისევ ხელახლა შეიკრიბნენ, შემდეგ ამას დაემთხვა უხელფასობა თვების განმავლობაში, ამის გამო ვარჯიშზე უარი თქვეს ბიჭებმა და რამდენიმე თამაში სულ ახალგაზრდა ბავშვებმა, 14-დან 16 წლამდელებმა ჩაატარეს. დადგა საშიშროებაც, რომ გუნდი გავარდებოდა ეროვნული ლიგადან, ამიტომ მიუხედავად უხელფასობისა, ბიჭები მაინც შეიკრიბნენ, განაახლეს ვარჯიში, რამდენიმე თამაში ითამაშეს, საკმარისი ქულები მოაგროვეს იმისთვის რომ დარჩენილიყვნენ ლიგაში. ბოლოს მათ რაც გააკეთეს, ეს გმირობის ტოლფასი იყო. ახლა ლიცენზირების საკითხია მოსაგვარებელი, ვნახოთ რა იქნება.
ჯერჯერობით სიახლეები არ გვაქვს, ერთი ის ვიცი, რომ ამ კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩაჩავამ, გუნდს მიხედავს, თუ დატოვებს. თუ მან გუნდი არ დატოვა და ვალები არ აღიარა, ისე არაფერი არ იქნება. ვინც კი გამოჩნდა ინვესტორი, ყველა უარს ამბობს ასეთ პირობებში გუნდის აღებაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაჩავასთან შეხვედრა, რა დონეზე იყო ეს შეხვედრა არ ვიცი, ერთი ის ვიცი, რომ ჩაჩავამ დამირეკა და მითხრა, შაბათამდე ავიღე დრო და ალბათ შაბათს გვეტყვის რა გადაწყეტილებას მიიღებს. სანამ არ გვეცოდინება ვისი იქნება გუნდი, სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ. ვართ მოლოდინის რეჟიმში,“- ამბობს „ტორპედოს“ პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი.
„2019 წლის სეზონი ძლიერი გუნდით დავიწყეთ, მოვიგეთ სუპერთასი. გვქონდა ამბიცია ყველგან გაგვემარჯვა, ისეთი ძლიერი და შეკრული გუნდი გვყავდა, თუმცა შემდეგ დაიწყო პრობლემები. ვგულისხმობ ფინანსურ კრიზის, რაც ზაალ ჩაჩავას უკავშირდება. ამიტომ გულშემატკივრები მაისიდან უკვე ვმართავდით აქციებს მერიასთან, მოვითხოვდით ჩამოერთმიათ ჩაჩავასთვის გუნდი და ამავდროულად დაეწყოთ სპონსორის მოძიება. თუმცა დააგვიანეს სარჩელის შეტანა ჩაჩავას საქმეზე და არც ახლა გვაქვს ინფორმაცია, რა ეტაპზეა აღნიშნული საკითხი. იცით რომ გუნდი ზაფხულში დაგვეშალა, 10 ფეხბურთელი წავიდა კლუბიდან, შემდეგ დავიმატეთ ახალი ფეხბურთელები და მათაც ანალოგიური სიტუაცია შეექმნათ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ასეთ რთულ პირობებში გუნდში დარჩა და ასევე ახალ ფეხბურთელებს, ვინც გუნდს დაემატა. არ დაგვტოვეს მარტო და როგორღაც ჩავამთავრეთ სეზონი. ჩვენთვის ტიტულის ტოლფასი იყო ამ სიტუაციაში უმაღლეს ლიგაში დარჩენა.
იცით, რომ საქართველოში უკვე გახსნილია სატრანსფერო ფანჯარა, ფეხბურთელებზე ბრძოლა გუნდებს შორის უკვე დაიწყო, ამდენად, თუ დროულად არ მოგვარდება სპონსორის თემა, ფიზიკურად ვეღარ დავიმატებთ მაღალი დონის ფეხბურთელებს. ყველაზე დიდი კოზირი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს, კახა ჩხეტიანი და მისი შტაბია. ქუთაისი იმსახურებს ძლიერ „ტორპედოს,“- ამბობს „ტორპედოს“ გულშემატკივარი ქეთა ჯალაღანი
ა.
ცნობისთვის, "ტორპედო"-ს ყოფილი პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა, რომელსაც კლუბის კრიზისამდე მიყვანაში ადანაშაულებენ, "ტორპედო"-ს მიმართ ორმილიონიანი დავალიანების არსებობას უარყოფს. ამ დროისთვის ქუთაისის მერია და კლუბის ახალი ხელმძღვანელობა "ტორპედო"-ს გადასარჩენად სპონსორს ეძებს.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედო ქუთაისი“ 1946 წელს დაარსდა და ეროვნული ლიგის ოთხგზის ოქროსა და სამგზის ვერცხლის მფლობელია. გუნდი ოთხჯერ გახდა საქართველოს თასისა და ერთხელ სუპერთასის მფლობელი. „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და კლუბის ისტორიაში დღესდღეობით ერთ-ერთი ძლიერი გუნდი ჰყავს.
ავტორი: ქეთი გელაშვილი