Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორი იქნება ახალი ავტობუსები, რომელსაც ქუთაისში ელოდებიან

თარიღი : 3-12-2019, 10:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ავტობუსები შეემატება შემდეგ ქალაქებს:

►თბილისი
► რუსთავი
► ქუთაისი
► ზუგდიდი
► თელავი
► გორი
► ფოთი

დედაქალაქს დაახლოებით 200 ცალი ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი (CNG) ავტობუსები დაემატება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, EBRD გამოყოფს 80 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებულია უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობისთვის. შესაბამის შეთანხმებებს ხელი დღეს მოეწერა.

დღეს ასევე გაფორმდა „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“, რომლის საფუძველზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს 6 დიდ ქალაქში (რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ფოთი) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გამოყოფს 17 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 175 ავტობუსის შესაძენად.


ნანახია: 950-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი