'ქართული ოცნება' 'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერებს ქუთაისში გადაადგილებას უკრძალავს

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე აქცია დასრულდა. ოპოზიციური პარტიის ოფისთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ოფისს კვერცხები და საღებავები დაუშინეს. მათ ამგვარად ქუთაისში გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი პოლიციას სცემენ პატივს, რის გამოც დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა აცხადებენ იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ქალაქში გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
“ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თუ კიდევ გამოჩნდებიან ქალაქში, ამაზე ბევრად მეტი ხალხი გამოვა. “ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამ ქალაქში არ უნდა გადაადგილდებოდნენ.