Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ფინალურ ფაზაშია სოფელ ძევრის კეთილმოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, ფასადებისა და სახურავების შეკეთება"

თარიღი : 30-11-2019, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან ბონდო სოფრომაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დასრულების ეტაპზეა თერჯოლის ცენტრში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ოფისის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისის შენობა, რომელზეც 233 000 ლარი დაიხარჯება, მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

მუნიციპალიტეტში, ასევე ფინალურ ფაზაშია სოფელ ძევრის კეთილმოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, ფასადებისა და სახურავების შეკეთება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შადრევანი და სკვერი, დაიგო ასფალტის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, შეიცვალა ტროტუარი და წყლის მილები. საერთო ჯამში პროექტის განსახორციელებლად 658 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 170 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდა 15 საჯარო სკოლა. ასევე, კეთილმოეწყო 5 ამბულატორია.

სულ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 6 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.


ნანახია: 241-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 960
წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის

ამინდი