ომარ ნიშნიანიძე: 'ქართული ოცნების' ნებისმიერი დაძახებაზე სადაც უნდათ გამოვცხადდები და მივცემ რჩევებს
თარიღი : 30-11-2019, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა
„ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, სამწუხაროა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილების პროექტი ჩავარდა. მიუხედავად ამისა, ყოფილი დეპუტატი ტრაგედიას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მთავარია არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ნიშნიანიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან განმარტავს, რომ ქვეყანაში არეულობის შემოტანას თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომელიც თავისი მმართველობის პერიოდში აღნიშნულ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას თავად ეწინააღმდეგებოდა.
„ძალიან უარყოფითად ვაფასებ იმ მოვლენებს, რაც ხდება თბილისში, რუსთაველზე. იცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ეძებდა საბაბს, მშვიდობიანად არ მივსულიყავით არჩევნებამდე, ამიტომ იხელთეს დრო. მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ, ამიტომ რევოლუციურ გზას ირჩევენ. ეს ჩვენ ვნახეთ კიდეც, პარლამენტში შევარდნის მცდელობა როცა ჰქონდათ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მათი ქმედებები ძალიან უარყოფითია და დასასრულიც ექნება ამას.
წლების განმავლობაში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემხრობოდა პროპორციულ არჩევნებს, პირიქით, მაჟორიტარულ სისტემას ებღაუჭებოდა, თავის სასარგებლოდ ირგებდა, ახლა კი სწორედ ეს ხალხი გვიკიჟინებს დღეს, შევცვალოთ მაჟორიტარული. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, მაგრამ რადგან ვერ მივიღეთ (ზოგმა არ დაუჭირა მხარი), ეს ხომ ქვეყნის დაქცევას არ ნიშნავს? დაქცევა ის იქნება ქვეყანაში სიტუაცია თუ აირია, არასტაბილურობას თუ მივიღებთ.
ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ "ნაციონალები" ათასგვარ ქმედებას მიმართავენ ქვეყნის განვითარების პროცესები რომ შეაფერხონ, იგივე მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობას ხელი რომ შეუშალონ, ყველაფერს იგონებენ ამისთვის. ესეც მათი დიდი გეგმის ნაწილია, უნდათ როგორმე ქვეყანა შეიყვანონ ჩიხში. თუმცა გამორიცხულია მიზანს მიაღწიონ. ჩვენ დღეს შემდგარი სახელმწიფო გვაქვს და შემდგარი სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ასე რომ, ნებისმიერ ღონისძიებას, რასაც, ისინი მოიფიქრებენ, რეალური შედეგი არასდროს არ მოჰყვება,“- აცხადებს ნიშნიანიძე.
იგი ოპოზიციას მოუწოდებს, დასხდნენ მაგიდებთან და მოლაპარაკებები დაიწყონ ხელისუფლებასთან.
„ნებისმიერ დროს, "ქართული ოცნების" ნებისმიერ დაძახებაზე მზად ვარ, თუ ჩემი სიტყვა წაადგება ამ რთულ პროცესებს საქართველოში, სადაც უნდათ გამოვხადდები, ჩავებმები დებატებში, მივცემ რჩევებს, გამოვთქვამ კონსტრუქციულ მოსაზრებებს, მოკლედ, ნებისმიერი მოწოდებისთვის მზად ვარ ვიყო იქ, სადაც საჭიროა და სადაც ჩემს ქვეყანას ვჭირდები,“- აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.
ავტორი: ქეთი გელაშვილი