Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ზესტაფონიდან დაიწყო

თარიღი : 29-11-2019, 10:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე 2019 წელს დაგეგმილი პროექტების მონიტორინგს ახორციელებს. რწმუნებულმა მონიტორინგი ზესტაფონიდან დაიწყო.

ზესტაფონში, ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე ახალი სივრცე მოეწყო. განახლებული ტერიტორია თანამედროვე ტიპის ინვენტარით აღიჭურვა და შადრევანი დამონტაჟდა. რეაბილიტირებული ლოკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 557 177 ლარით ფინანსდება. განახლებული ცენტრალური მოედანი, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს კომფორტული დასვენების საშუალებას მისცემს.

დღესვე, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები სოფელ პირველ სვირში, ამბულატორიის მშენებლობის პროცესს გაეცნენ და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარს შეადგენს. ახალი ამბულატორიით 3 000 - ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.

მონიტორინგის ფარგლებში, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა საუბნო გზებზე მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს. ამ ეტაპზე ქალაქ ზესტაფონის 14 ქუჩისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 2 927 386 ლარი დაიხარჯება, მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით
მუნიციპლაიტეტში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამინდი