Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ქათმის წარმოება მცირდება, იმპორტი კი იზრდება-მიზეზები, რის გამოც დარგი ვერ ვითარდება

თარიღი : 28-11-2019, 19:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ქათმის წარმოება მცირდება, იმპორტი კი სულ უფრო იზრდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2019 წლის სამ კვარტალში ქვეყანაში ფრინველის რაოდენობა 9,148 მლნ-ს შეადგენდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 9,498 მლნ იყო, ხოლო 2017 წლის 9 თვეში - 9,988 მლნ.

სამაგიეროდ, მზარდია იმპორტის მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში ქვეყანაში 6, 422 მლნ დოლარის ქათმის იმპორტი განხორციელდა, რაც 11,6 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2018 წლის ოქტომბერში 5,672 მლნ ლარის პროდუქტი შემოვიდა.

რაც შეეხება მთლიანი წლის მაჩვენებელს, 2016 წელს ქვეყანაში 58, 363 მლნ აშშ დოლარის ქათმის იპორტი განხორციელდა, 2017 წელს- 61,742 მლნ აშშ დოლარის, 2018 წელს - 62,235 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში - 53,244 მლნ აშშ დოლარის.

კითხვაზე, რა არის მიზეზი, რის გამოც შიდაწარმოება მცირდება, იმპორტი კი იზრდება, მწარმოებლები ამბობენ, რომ საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი დღგ-სგან თავისუფალია, გარდა ქათმისა და კვერცხისა.

მუხრანის ქათამის - „განთიადი“ ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე
- „ამის მიზეზია, საგადასახადო კანონი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, გარდა ქათმისა და კვერცხისა. ამ პროდუქტებმა რა დააშავა, დღემდე ვერ გავიგეთ. სწორედ ეს ჩანაწერია ის მთავარი დამაბრკოლებელი, რის გამოც დარგი ვერ ვითარდება, იმპორტი კი მუდმივად მზარდია“.

დღგ-ს გარდა, მეფრინველეობის განვითრების შემაფერხებლად სახელდება იმპორტირებულ მარცვლეულზე დამოკიდებულება და ლარის გაუფასურებაც. როგორც მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი ამბობს, ხორბალი და სიმინდი ისევ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის, ლარის გაუფასურების ფონზე კი, პრობლემებმა შეუქცევადი ხასითი მიიღო.

„ყველა ნორმალური ქვეყანა სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს, ჩვენ პირიქით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუშალოთ. ჩვენს გარდა ყველგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და მათ შორის, მეფრინველეობა არის წახალისებული. ალბათ, ახლა იმპორტი ძირითადად, გაზრდილია თურქეთიდან, სადაც წახალისებულია როგორც ექსპორტი, ისე ზოგადად, სოფლის მეურნეობა და რაც მთავარია, მარცვლეულის წარმოება, რომელიც ჩვენს დარგში ფასწარმოქმნას და კომფორტს განსაზღვრავს. ჩვენთან ხორბალი და სიმინდი ისევ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის, ხოლო საინკუბაციო კვერცხი, რაც ფასწარმოქმნაში ასევე მნიშვნელოვანია - თურქეთიდან. პრემიქსისა და ვიტამინების ადგილზე წარმოებაზე აღარ მაქვს საუბარი. ამას ემატება ის, რომ ლარი ვერაფრით გავაჩერეთ და ვერც ვეწევით... ამის გამო ვერც წარმოებას ვგეგმავთ. გაიზარდა რეფინანსირების პროცენტიც, ეს მაშინ, როდესაც ბანკის გარეშე ვერცერთი წარმოება ვერ არსებობს. ამ პირობებში როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანები?!

კვერცხის წარმოებაშიც ანალოგიური ვითარებაა, იმპორტირებულ მარცვლეულზე, ვიტამინებზე და ა.შ. ვართ ჩამოკიდებული“,-ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფერს - მთავარი პრობლემა, დღგ-ც ემატება, რის გამოც დარგი სავალალო მდგომარეობაშია.

„დღგ უდიდეს როლს თამაშობს დარგის განვითარებაში. ეს რომ მოეხსნათ, ვერ წარმოიდგენთ, რამდენად წინ ვიქნებოდით. დღგ სერიოზულად გვიშლის ხელს განვითარებაში. გადასახადს რომ თავი დავანებოთ, აბსოლუტურად ყველა ფაბრიკას სასამართლო დავები აქვს მარცვლეულის არაკეთილსინდისიერ იმპორტიორებთან. ხან გვატყუებენ, ხან შეცდომაში შევყავართ და შემდეგ მიდის სასამართლო დავები ჩათვლილ დღგ-ზე და ვართ ამ მდგომარეობაში. წარმოების გაძლიერების მაგივრად, ვფიქრობ, ადვოკატი სად აიყვანო და როგორ მოვიქცეთ.

თუმცა, ვფიქრობ, ეს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროზე არ არის დამოკიდებული, აქ ჩართული უნდა იყოს ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებიც. ეს საკითხი დაახლოებით, 10 წელია დღის წესრიგში დგას და არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, რაც ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვნად აზარალებს“,- აღნიშნავს ზურა უჩუმბეგაშვილი.

bpn.ge


ნანახია: 369-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყანაში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
მეზობელ ქვეყანაში ქათმის გრიპის შემთხვევას საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი

ამინდი