ამ დროისთვის იმერეთის მასშტაბით 9 300 ადამიანზე მეტია აცრილი-დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

ქუთაისში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მაღალი რისკ-ჯგუფის მოქალაქეებზე გრძლდება. ამ დროისთვის იმერეთის მასშტაბით 9 300-ზე მეტი ბენეფიციარია იმუნიზებული. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა, ვაქცინაცია მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.
„ვაქცინაია ისევ გრძელდება იმ რისკ-ჯგუფებზე, ვისთვისაც სახელმწიფომ უფასოდ შეისყიდა ვაქცინა. პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ორსულების, თავშესაფარში მყოფი ბავშვების, სამედიცინო პერსონალის, პედაგოგების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტის, დიაბეტით დაავადებულების, ანუ ყველა რისკ-ჯგუფისთვის გრძელდება აცრები და ეს გაგრძელდება მთელი სეზონის განმავლობაში. ჩვენ უბრალოდ მოვუწოდებთ მათ, მაქსიმალურად აიცრან ამ თვის ბოლომდე. ამ დროისთვის იმერეთის მასშტაბით 9 300 ადამიანზე მეტია იმუნიზებული. როგორც მოგეხსენებათ, გრიპს ციკლურობა ახასიათებს, პირველი ტალღა სადღაც დეკემბერ-იანვარში გვაქვს, მეორე ტალღას კი თებერვალ-მარტის პერიოდში ველოდებით. ამდენად ჩვენ მარაგში, ყოველთვის ვიტოვებთ ვაქცინას ორსული კონტიგენტისა და რისკ-ჯგუფის ადამიანებისათვის.
რაც შეეხება, სხვა არარისკ-კონტიგენტის იმუნიზაციას, ვაქცინები კერძო სექტორმა უკვე იყიდა. შემოიტანა იგივე, 20 კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დეკვალიფიცირებულია. სადღაც ამ კვირის ბოლოდან ან მომდევნო კვირის დასაწყისიდან შესაძლებლობა ექნებათ მსურველებს კერძო სექტორში (სააფთიაქო ქსელებში, პოლიკლინიკებში) მიბრძანდნენ და ჩაიტარონ აცრა.
უფასო აქციების ჩატარება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ დარჩა სახელმწიფოს მიერ ნაყიდი ვაქცინები იმ რაოდენობით, რომ ღია აქციები ჩავატაროთ. უფასო აქციების ჩატარების სურვილი გვაქვს და როცა იქნება, ამის შესახებ შეიტყობთ,“-ამბობს გოჩა გიორგიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.
ავტორი: ქეთი გელაშვილი