ხონში 'ეტალონი მოსწავლე' გამოავლინეს
თარიღი : 27-11-2019, 18:12 | კატეგორია: ახალი ამბები

ხონის კულტურის ცენტრში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი "ეტალონი" გაიმართა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ხონის სხვადასხვა საჯარო სკოლის 70-მდე მოსწავლემ მიიღო. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
"ხონის ეტალონი მოსწავლის" ტიტული გუბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ზინიკო მოსეშვილმა (მე-11 კლასი, 82 ქულა)მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი გახდა სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზა ბობოხიძე (მე-10 კლასი,78 ქულა), მესამე ადგილზე კი სოფელ გორდის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი სულაბერიძე (მე-11 კლასი,75 ქულა)გავიდა.
გამარჯვებულებს მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს იურიდიული კომისიის ხელმძღვანელმა ალეკო ვეკუამ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ხონის ეტალონ მოსწავლეს“ მიხეილ ფურელიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ხონის N3 საჯარო სკოლასაც გადაეცა.
„ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ზინიკო მოსეშვილი საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.