Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'2020 წელს მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ,'- რას პირდება ქუთაისელ სპორტსმენებს ადგილობრივი ხელისუფლება

თარიღი : 27-11-2019, 17:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამდენად მნიშვნელოვანი იყო 2019 წელი ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის და რა შედეგები აჩვენეს ამ ერთი წლის მანძილზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა?- აღნიშნულ კითხვებზე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე პასუხობს.

„საკმაოდ წარმატებული იყო 2019 წელი. ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ჰყავს 16 მსოფლიო, ევროპის 32 და საქართველოს 205 პრიზიორი. ასევე, საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირენზე 367 გამარჯვებული,“- ამბობს კობა ფხაკაძე.

მისივე თქმით, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება წარმატებულ ქუთაისელ სპორტსმენებს მაქსიმალურად გვერდით უდგას.

„ჩვენს სპორტსკოლებში აღზრდილ სპორტმენებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილი, როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე, საერთაშორისო ტურნირებზე.
წლის ბოლოს გამოვლენილ წარმატებულ სპორტსმენებს ქალაქის ხელმძღვანელობა აჯილდოებს და მთელი წლის განმავლობაში უნიშნავს სტიპენდიას,“- განმარტავს ფხაკაძე Topnews.com.ge-სთან საუბარში.

სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი იმ ცვლილებებზეც საუბრობს, რაც სპორტის კუთხით 2020 წლის ბიუჯეტში აისახება.

„სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი იქნება მზარდი. ბიუჯეტი მოხმარდება სპორტული ინვენტარის შეძენას და სპორტსმენების მივლინებებს სხვადასხვა ტურნირებზე. ასევე, 2020 წლიდან სპორტული სკოლების სრული რეაბილიტაცია იწყება, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. ამასთან, 2020 წელს მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდეთ. მიმდინარე წელმა აჩვენა, რომ სპორტსკოლების სპორტმენებმა საუკეთესო შედეგები დადეს, რაც იმის იმედს იძლევა, რომ 2020 წელს ღირსეულად იასპარეზებენ ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად და ოლიმპიადაზე ასახელებენ ჩვენს ქალაქს,“-ამბობს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველად კობა ფხაკაძე 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დაინიშნა. კობა ფხაკაძე მოკრივე, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, ასევე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

ესაუბრა ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ააიპის ხელმძღვანელის პოსტზე ნინო უჩაძე კობა ფხაკაძემ ჩაანაცვლა.

ამინდი