Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 160 500 ლარით გაიზარდა

თარიღი : 27-11-2019, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში რიგით მეათე ცვლილება განხორციელდა. ჯამში ბიუჯეტი 160 500 ლარით გაიზარდა და დღეის მდგომარეობით 74 მილიონ 445 000 ლარს შეადგენს. დამტკიცებული ბიუჯეტი კი 54 მილიონი იყო.

„გაიზარდა სანებართვო მოსაკრებლები 115 000 ლარით. ასევე, სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 35 000 ლარით. ამასთან, მერიის არაფინანსური ხარჯების მუხლი გაიზარდა 104 000 ლარით, გაზრდილია საკონცერტო ღონისძიებების მუხლი 52 000 ლარით. საუბარი მაქვს ვატო კახიძის კონცერტზე, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება და ასევე საახალწლო კონცერტზე.

მოხდა შიდა ეკონომიების ხარჯზე დამატებითი ხარჯების გაზრდა. მაგალითად, განათლების ღონისძიებებში იყო 10 000 ლარიანი ღონისძიება, ასევე სპორტის ღონისძიებებში 4 500 ლარიანი ეკონომია. შესაბამისად, გაიზარდა სამედიცინო დახმარების პროგრამა ეკონომიების ხარჯზე და განსაკუთრებული პირების თანადგომის პროგრამა,“-ამბობს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელძღვანელი დავით ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელს დაუბრუნდა. შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო. მისივე თქმით, მცირედრედაქტირებული ბიუჯეტი 10 დეკემბრამდე გადაიგზავნება საკრებულოში.

ცნობისთვის, მომავალი წლის ქალაქის ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 61 მილიონ 36 200 ლარს შეადგენს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 369-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 993 200 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კი სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები
ქუთაისის მერის მოადგილის იუზა უგულავას განცხადებით, მერიის სახელფასო ფონდი წლიურად 250 000 ლარით გაიზარდა, ხოლო საკრებულოს
შუშანიას თქმით მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი 10 მილონი ლარით ნაკლები იქნება.
შუშანიას თქმით მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი 10 მილონი ლარით ნაკლები იქნება.

ამინდი