‘ჩემი ჭიათურა წელიწადის ყველა დროს,'-კონკურსი ახალგაზრდებისათვის
თარიღი : 26-11-2019, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და ორგანიზებით, ჭიათურასა და ზესტაფონში ხატვის კონკურსი, სახელწოდებით „ჩემი ჭიათურა (ზესტაფონი) წელიწადის ყველა დროს“ გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება როგორც ჭიათურის, ასევე ზესტაფონის რეგიონებიდან მე-6 და მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ.
ხატვის კონკურსის 12 გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. მოზარდების ნახატები „ჯორჯიან მანგანეზის“ 2020 წლის კალენდარზე იქნება წარმოდგენილი.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ხატვის კონკურსის ჟიურის წევრები ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგები იქნებიან, რომლებიც 12 საუკეთესო ნახატის ავტორს ადგილზე შეაფასებენ და გამოავლენენ.