Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება

თარიღი : 25-11-2019, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის პროცესს დღეს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და "აი გრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.

"როგორც ცნობილია, ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია "აი გრუპი“ აშენებს. მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს.

საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა,"-ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 574-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი