Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამერიკაში გარდაცვლილ ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს ამბროლაურში დაკრძალავენ

თარიღი : 24-11-2019, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ამერიკაში გარდაცვლილ ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს ნოდარ მიქიაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.

მიქიაშვილი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულთან დაკავშირებული პრობლემა სახელდება.

"გარდაიცვალა ნოდარ მიქიაშვილი, გამორჩეულად კარგი ადამიანი, ძლიერი პროფესიონალი. ამაყი ვარ, რომ ის ჩემი ბავშვობის მეგობარი და ჩემი შვილის ნათლიაა. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ის საუკეთესო იყო სკოლაში და უნივერსიტეტში. ასევე გამორჩეული იყო კარიერულ საქმიანობაში, რაც მისი პროფესიონალური და ადამიანური თვისებებიდან გამომდინარეობდა.

ძალიან დიდი და კეთილი გული ქონდა ნოდარს, რომელიც ბევრს იტევდა. სამწუხაროდ, სწორედ ეს კეთილი გული გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ურთულეს სიტუაციებშიც კი ნოდარი ადამიანის მთავარ ღირებულებას არ ღალატობდა და პოლიტიკაზე წინ ადამიანურ ღირსებას აყენებდა.

ამასთანავე ის საჯარო სამსახურის გამორჩეულად ერთგული და წარმატებული წევრი გახლდათ.
არცერთი სიბინძურე და ტალახი, რომელიც ნოდარს უსაფუძვოდ ესროლეს,მას ახლოსაც არ გაკარებია, რადგან ღირსებით იყო სუფთა. ეხლა რა თქმა უნდა, ბევრს წერენ იმაზე თუ რატომ ცხოვრობდა ის დუხჭირად და რატომ მოუწია მიგრაციაში წასვლა. ის მდიდარი იყო სულიერად და ამის გაგებას მის დონეზე ასვლა ჭირდება.
ბევრი ვისწავლე მისგან და ბევრ შეცდომას ამარიდა. ნოდი, შენ ვერ წარმოიდგენ შენი წარსულში მოხსენიება ჩემთვის რა ჯოჯოხეთია!

დღეს ჩამოვასვენებთ თბილისის აეროპორტში და გადავასვენებთ ამბროლაურის რაიონში, სოფელ საკეციაში,"-გარდაცვლილი მეგობრის შესახებ წერს ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია.


ნანახია: 1665-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ანონსის მიხედვით, სასწავლო წლის განახლების აღსანიშნავად მოწყობილ ღონისძიებას
2014 წლის 15 ივნისს კი ქალაქი ახალ მერს აირჩევს.
ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ვიცე-მერის თურქეთის რესპუბლიკაში დასვენებაზე 6 დღის განმავლობაში 443.73 ლარი დაიხარჯა

ამინდი