Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 9-03-2014, 16:01 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1.კითხვა:გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ ისჯება მომხმარებლის მოტყუება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა,-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი:ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;ბ) დიდი ოდენობით;გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შენიშვნა:ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.
2.კითხვა:როგორ ისჯება კრედიტის უკანონოდ მიღება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ან დაშეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის უკანონოდ მიღება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3.კითხვა:გთხოვთ, განმიმარტოთ, რომელი რიგის მემკვიდრეებს ეკუთვნით სავალდებულო წილი ანდერძის შინაარსის მიუხედავად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად: მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
4.კითხვა: რამდენ ლარს შეადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია –50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს.

5. კითხვა: აქვს თუ არა უფლება მოსარჩელეს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე?
პასუხი:განგიმარტავთ, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი


ნანახია: 4032-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა სასჯელს იწვევს კრედიტის უკანონოდ მიღება და წვრილმანი ხულიგნობა?როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?-ეს და სხვა
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემა?-ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
როგორ ისჯება სამსახურებრივი გულგრილობა? ვინ შეიზლება აირჩეს მერად, გამგებლად ან საკრებულოს წევრად? რამდენს შეადგენს სამსახურში
როგორ ისჯება ამომრჩევლის მოტყუება?რომელი ინფორმაციის გასაიდუმლოებაა დაუშვებელი?-ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
როგორ ისჯება განზრახ მკვლელობა? თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა? -თქვენთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური

ამინდი