Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპორტული მანევრი-სამართალდარღვევა, რომლის გამოც მძღოლები 500 ლარით დაჯარიმდებიან

თარიღი : 23-11-2019, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ახალი სამართალდარღვევა განისაზღვრება.

აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.

კერძოდ, პროექტის თანახმად, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება - სპორტული მანევრი.

„ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წინასწარი შეცნობით მკვეთრი მანევრი, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

ასევე, მკვეთრ მანევრი, რომელსაც მოყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას 750 ლარის ოდენობით,“-აღნიშნულია კანონპროექტში.

bpn.ge


ნანახია: 542-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობილია სისტემა, რომლის მიხედვითაც, დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ.