Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"აია"-ს გუნდის კაპიტანი: სპორტი ცხოვრების ჯანსაღი წესი და აზარტია

თარიღი : 9-03-2014, 14:09 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი 12 წლიდან რაგბით არის დაკავებული. ამბობს, რომ სპორტის ეს სახეობა მისთვის ყველაფერია, ამით ცოცხლობს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს სტუმარი სარაგბო კლუბ „აია“-ს კაპიტანი ირაკლი რევიშვილია.
24 წლის ირაკლი რევიშვილი უკვე სამი წელია „აია“-ს გუნდის კაპიტანია. 16 წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში თამაშობს. მისი თქმით, სპორტი ცხოვრების ჯანსაღი წესია, თუმცა დანანებით აღნიშნავს, ახალ თაობაში ნაკლებად იგრძნობა სპორტის ამ სახეობით დაინტერესება.
„მამაჩემი ვეტერანი მორაგბე იყო და აქედან გამომდინარე დავინტერესდი სპორტის ამ სახეობით. ქუთაისში სპორტის ეს სახეობა ეხლა უფრო გახდა პოპულარული. რაგბი ჩემთვის ყველაფერია. დიდი აზარტია როდესაც თამაშობ. ახალ თაობაში ნაკლებად იგრძნობა ამგვარი დამოკიდებულება, რადგან ძირითადად სოციალურ ქსელებს არიან გადაყოლილი. არ არის აუცილებელი რაგბში იარონ. შეუძლიათ ფეხბურთი და კალათბურთი ითამაშონ. პროფესიით ინჟინერ მექანიკოსი ვარ, მაგრამ რაგბი ავირჩიე. თუმცა ჩემს პროფესიას და რაგბს ვერანაირად ვერ დავუკავშირებ ერთმანეთს,“ - ამბობს ირაკლი რევიშვილი.
სარაგბო კლუბ „აია“-ს კაპიტნის განცხადებით, ქუთაისში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობას ტურნირების მოწყობა შეუძლია.
„შეიძლება სკოლებში შესვლა და სპორტის გაკვეთილების ჩატარება, რადგან ფიზკულტურის გაკვეთილები ნახევარზე მეტ სკოლაში არ ტარდება. ქალაქში ცნობილ სპორტსმენებსაც შეუძლიათ სკოლებში მისვლა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. სპორტის ბიუჯეტი ყველაზე მცირეა ქვეყანაში. დიდ სპორტს კი ქვეყნისთვის შემოსავლის მოტანა შეუძლია,“ - ამბობს რევიშვილი.
ირაკლი რევიშვილი სპორტით დაინტერესებულ თუ პოტენციურ სპორტსმენებს წარმატების მარტივ რეცეპტს სთავაზობს. მისი თქმით, სპორტში მთავარი შრომა და საქმის სიყვარულია.
„უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. არიან ნიჭიერი სპორტსმენები, თუმცა სიზარმაცის გამო მიზანს ვერ აღწევენ. მე კდიევ ერთხელ მოვუწოდებ ახლგაზრდებს, დაანებონ კომპიუტერს თავი, რადგან სპორტული ცხოვრება ბევრად უკეთესია და ლოგიკურ აზროვნებაშიც ეხმარება,“ - ამბობს რევიშვილი.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა დააფინანსა. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2446-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.

ამინდი