Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაპირისპირება ქუთაისის მერიაში-ოპოზიციას ქუთაისის მაჟორიტარის კაბინეტის დაბოქლომების საშუალება არ მისცეს

თარიღი : 22-11-2019, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის მერიაში. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისის მაჟორიტარის, დიმიტრი მხეიძის კაბინეტის დაბოქლომების საშუალება არ მისცეს.

მხარდაჭერები და მერიაში დასაქმებული პირები როგორც თვითმმართველობის ორგანოს წინ, ასევე დიმიტრი მხეიძის კართან იყვნენ მობილიზებული. ადგილზე იმყოფოდა თავად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატიც.

დიმიტრი მხიძესა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გიგა შუშანიასა და დავით გოგისვანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც მალე მცირე შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოპოზიციის წევრებს დეპუტატის კაბინეტის დაბოქლომების საშუალებას არ აძლევდნენ. დაპირისპირება 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. რომლის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერები და თავად დიმიტრი მხეიძე ოთახში ჩაიკეტნენ.

როგორც შემდგომ გიგა შუშანიამ და გოგისვანიძემ განაცხადეს, მაჟორიტარის კაბინეტის დაბოქლომებას მაინც შეეცდებიან.

"აქ არიან მოსული საჯარო მოხელეთა 80 პროცენტი. ჯერ ნახეთ რა ლექსიკა აქვთ. ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისის პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნავდნენ, ნაცვლად იმისა რომ სუსი და პოლიცია ვაჟა გაფრინდაშვილის მოსაძებნად ღამეებს ათენებდნენ, აქ არიან. სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ არსებობს. თვითონვე ახდენენ შენობების ოკუპირებას. როდემდე უნდა იცხოვროს სახელმწიფომ ან რეჟიმში?"-აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი გიგა შუშანია.

"დაგვხვდა პიკეტირებული ბიურო" ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ. არ ვიცი ღამეების თენებას თუ აპირებენ აქ ისინი პოლიციელებთან ერთად, მაგრამ მივალთ იმ დროს, როცა არავინ იქნება. დაე იმორიგეონ ღამე",-ამბობს "ევროპული საქართველო"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით გოგისვანიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 405-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი