Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სტუდენტების აქციას კვლავ ხმაური მოჰყვა

თარიღი : 21-11-2019, 18:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება. "სირცხვილია"-ამ შეძახილებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მესხიშვილის თეატრიდან მერიის შენობისკენ გადაინაცვლეს. მათ ხელში თეთრი ფურცლები ეჭირათ იმის ნიშნად, რომ ისინი სუფთა წარსულის მქონე არიან.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, ამით მათ აქციის დროს დაპატიმრებულ მოქალაქეებს გამოუცხადეს სოლიდარობა.

“როგორც ისინი ჩასვეს ციხეში, ისე დავჯდებით ჩვენ აქ",-განაცხადეს მათ.

აქციაზე ინციდენტს კვლავ ჰქონდა ადგილი. მოქალაქეებს მერიასთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დახვდნენ, რასაც ხმაური და შელაპარაკება მოჰყვა.

"ჩვენ ვართ სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდები. ამდენად, აბსურდია ის რაღაცები, რასაც ხელისუფლება ჩვენ გვაბრალებს. ამის ნიშნად მოვედით სუფთა ფურცლებით. ასევე, მოვახდინეთ იმ ადამიანების ლუსტრაცია, რომლებიც გუშინ აქ ვითომ შემთხვევით მობრძანდნენ. რეალურად ისინი ამ შენობაში დასაქმებული პირები არიან. ისინი ახდენენ პროვოცირებას და ჩვენი მისამართით გაიძახიან, რომ თითქოს ჩვენ ვართ მეძავები. აქციის მონაწილეები მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ამ ფრაზაზე არ მომხდარიყო კონფლიქტის ექსკალაცია, მაგრამ გვაქვს საკუთარი თავმოყვარეობა, ამიტომ ვერ შევძელით ამ პროვოკაციას არ ავყოლოდით. მიაღწიეს მიზანს, იციან რომ მათი ასეთი საქციელი ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა, ჩვენ არ გვეშინია მათი. ზოგიერთ ადამიანს, ვინც აქციაზე იყო გუშინ, დახვდნენ და გაუსწორდნენ ფიზიკურად, ზოგიერთს "დაუპადიეზდეს", ეს არის ძველბიჭური “ქართული ოცნება”. მათ ვეტყვით, რომ ნუ შერცხვებათ მერე თავის ნამოქმედარის. ჩვენ მომავალი ვართ, თქვენ კი შეიძლება იყოთ წარმავლები. ამიტომ ადამიანურად თქვენც იცხოვრეთ და ჩვენც გვაცხოვრეთ,”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ფაჩულია.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიაც შეუერთდა.

"მე პირველი დღიდან ამ აქციის მონაწილეების გვერდში ვარ. ვთვლი, რომ ჩემი თაობა დამნაშავეა იმაში, რომ ჩემი შვილების თაობას უწევთ მიტინგზე დგომა ერთი მოთხოვნით. არადა კალენდარს თუ დავხედავთ 21-ე საუკუნეა. მოთხოვნაა-"ამარჩევინე", შენ ნუ მირჩევ, მე ავირჩევ, მე ამარჩევინე. მე, როგორც პოლიტიკოსი, ვთვლი, რომ დამნაშავე ვარ ამაში. ამ დანაშაულში ჩემი წილი დიდია თუ პატარა, ეს სხვა თემაა. მაგრამ, მე როგორც პოლიტიკოსი ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ ჩემი შვილების თაობა მიტინგებზე ამ მოთხოვნით გამოდის "ამარჩევინე"-აცხადებს გოგი წულაია.



ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 586-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპროტესტო აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრის წინ 18:00 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აქციაზე ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებათა დირექტორის მაია პაქსაძის დავალებით მივიდნენ.

ამინდი