იტვირთება

ვანში ოჯახებს, რომელთა სახლები სტიქიამ დააზიანა, გადასახურ მასალებს ურიგებენ

ვანში ოჯახებს, რომელთა სახლები სტიქიამ დააზიანა, გადასახურ მასალებს ურიგებენ

ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის გადაცემას პირადად ესწრებოდნენ.

თებერვლის დასაწყისში, ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 300-მდე ოჯახს მიადგა ზიანი. დროულად მოხდა ზარალის აღრიცხვა და შესაბამისი რაოდენობის მასალების შეძენა.

 სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის მიწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად განხორციელდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები