Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თუ რუსეთმა გადაყლაპა უკრაინა, შემდეგი რასაც ვიხილავთ, ეს უკვე რუსული ტანკებია თბილისში"

თარიღი : 8-03-2014, 16:34 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„რუსეთი 5 წელიწადში დაიშლება,“- ამ პროგნოზს დოქტორი და წიგნის "არჩევნების ანატომიის" ავტორი ბესო მიქელთაძე აკეთებს.
მიქელთაძის თქმით, სახეზე გვაქვს დიდი სახელმწიფოს დაშლის ძირითადი შემადგენლები, რაც ეკონომიკის არარსებობასა და რუსეთის შიგნით ორმხრივ ძლიერ სეპარატიზმს უკავშირდება.
„რუსეთის ძირითადი პრობლემა ეს არის ეკონომიკის არარსებობა და მისი, როგორც სახელმწიფოს ე.წ ნავთობის ნემსზე სრული დამოკიდებულება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნავთობის მისი პროდუქტების მაღალი ფასი მსოფლიო ბაზარზე. მსოფლიოს უდიდესი იმპერიის საბჭოთა კავშირის მსხვრევა ბარელი ნავთობის ფასის 4 დოლარზე დაცემამ გამოიწვია. სეპარატიზმი რუსეთის დაუძინებელი და დამანგრეველი სენია. საინტერესო ისაა, რომ რუსეთში არ არის ცალმხრივი სეპარატიზმი. თუ ახლო წარსულში რუსების ზიზღი ჰქონდათ რუსული ავტონომიური რესპუბლიკების მოსახლეობას, ეხლა იგივე ზიზღი გააჩნიათ რუსებს არაეთნიკური რუსების მიმართ. შესაბამისად ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია სოციალური აფეთქება. ასევე პრაქტიკულად ყველა ეთნიკურ თუ სუბნეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც ცხოვრობენ აღიარებული რუსული საზღვრების შიგნით დამოუკიდებლობის მოპოვება და ახალი სახელმწიფოს შექმნა სურთ,“ - ამბობს ბესო მიქელთაძე.
ბესო მიქელთაძის განცხადებით, ხუთ წელიწადში რუსეთში ხელფასებისა და პენსიების გაცემის პრობლემა გაჩნდება, რაც ქვეყნის დაქუცმაცებასა და გაუთავებელ ომებს გამოიწვევს.
"ჩემი პროგნოზით რუსეთი დაიშლება 5 წელიწადში. რუსეთი დაიშლება და რატომ:
1. რუსეთის ძირითადი პრობლემა ეს არის ეკონომიკის არ არსებოდა და მისი როგორც სახელმწიფოს ე.წ ნავთობის ნემსზე სრული დამოკიდებულება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ,რუსეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნავთობის მისი პროდუქტების მაღალი ფასი მსოფლიო ბაზარზე. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოს უდიდესი იმპერიის საბჭოთა კავშირის მსხვრევა გამოიწვია ბარელი ნავთობის 4 დოლარზე დაცემამ. რუსეთის ძირითადი პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში ეს ფიქალური გაზების მოპოვებაა.ჰორიზონტალური ბურღვის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდა ე.წ. ფიქალის გაზის მოპოვება. საინტერესოა, რომ გაზის ამ მარაგს აქამდე არც კი განიხილავდნენ. ფიქალის გაზის მოპოვების დაწყებასთან ერთად აშშ-ში ბუნებრივი აირი სულ უფრო მეტია და ადგილობრივი კომპანიები იძულებულნი არიან გასაღების ახალი ბაზრებიეძებონ. ანალიტიკოსებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ”გაზპრომი” ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის მიერ ფიქლის აირის მოპოვების გაზრდასთან ერთად, გაზის ბაზარზე პოზიციებს კარგავს. ამ ტიპის გაზის მეშვეობით, 2009 წელს ამერიკამ პირველად გაუსწრო რუსეთს ბუნებრივი აირის მოპოვებაში და ექსპორტზეც კი დაიწყო მუშაობა. რუსმა მაღალჩინოსნებმა ასევე აღიარეს, რომ ”ფიქლის აირის რევოლუცია” რუსეთისათვის მნიშვნელოვან დანაკარგს ნიშნავს. ამის შესახებ პირველად 2010 წელს იური ტრუტნევმა განაცხადა, რომელსაც მაშინ ბუნებრივი რესურების მინისტრის თანამდებობა ეკავა. იაფმა ფიქალურმა გაზებმა პრაქტიკულად მოკლა ნახშირის მოპოვების ახალი პროექტები, აღნიშნავს კომპანია NRC Energy მეთაური დევიდ კრეინი. უკვე თბოელექტროსადგურებზე უპირატესობას ანიჭებენ იაფი ფექალური გაზის დაწვას. ნახშირის სამომხმარებლო ფასები მასიურად ეცემა. ფექალური გაზების ჭარბწარმოებამ ამერიკაში გამოიწვია დენის ტარიფების შემცირება ბევრ შტატებში, მისი ღირებულება დღეისათვის 2,4 ცენტია ერთ კილოვატ საათზე. ამერიკა და ჩინეთი უახლოეს 5 წელიწადში გახდებიან მსოფლიო ლიდერები გაზის წარმოებაში. რუსეთი დაიკავებს საპატიო მესამე -მეოთხე ადგილს.
აღსანიშნავია ისიც რომ პირველი საექსპორტო ტერმინალი ფიქალური გაზებისათვის ამერიკაში შტატ ლუიზიანაში Cheniere Energy’s Sabine Pass ექსპლუატაციაში შევა უკვე
2015 წელს, ამ პერიოდისათვის უკვე მზად იქნება ანალოგიური ტერმინალები ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და ბალტიის ქვეყნებში.
სეპარატიზმი -ეს რუსეთის დაუძინებელი და დამანგრეველი სენია. საინტერესო ისაა, რომ რუსეთში არ არის ცალმხრივი სეპარატიზმი, თუ ახლო წარსულში რუსების ზიზღი ქონდათ რუსული ავტონომიურ რესპუბლიკების მოსახლეობას,ეხლა იგივე ზიზღი გააჩნიათ რუსებს არაეთნიკური რუსების მიმართ.შესაბამისად ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია სოციალური აფეთქება.ასევე პრაქტიკულად ყველა ეთნიკურ თუ სუბნეთნიკურ ჯგუფს რომლებიც ცხოვრობენ აღიარებული რუსული საზღვრების შიგნით, სურს დამოუკიდებლობის მოპოვება, ანუ ახალი სახელმწიფოს შექმნა.
შესაბამისად სახეზე გვაქვს დიდი სახელმწიფოს დაშლის ძირითადი შემადგენლები, ესენია ეკონომიკის არ არსებობა და რუსეთს შიგნით ორმხრივი ძლიერი სეპარატიზმი.
როგორც ცნობილია გაზის ფასებმა მსოფლიო ბაზარზე უკვე კლება დაიწყეს, ასევე ცნობილია რომ ფიქალური გაზების მოპოვება დაწყებულია პოლონეთში და უკრაონაში. ევროპა სრულ დამოუკიდებლობას რუსული გაზისაგან მიაღწევს 3-5 წელიწადში. ასევე საინტერესოა ავტო ინდუსტრისს განვითარება, აქაც როგორც ახალი თაობის მანქანები ეს ჰიბრიდები და ელ.მობილებია, ანუ არსებული საავტომობილო ბაზრის ძირეულ ჩანაცვლებას მსოფლიო პარკინგში დასჭირდება კიდევ 5 წლამდე.
ამ ავტომობილებზე გადასვლა გამოწვევს ბენზინის მოხმარების მკვეთრ შეკვეცას, შესაბამისად იქნება დიდი რაოდენობით ნავთობი და დაბალი მოთხოვნა.
ანუ რუსეთი 5 წელიწადში მიიღებს არსებული დღევანდელი სანავთობო ნევსის შემოსავლების 20-30 პროცენტს, ეს კი სრული კატასტროფა და კრახია რუსეთისათვის, ანუ გაუცემელი ხელფასები, გაუცემელი პენსიები.რა მოხდება რუსეთში როცა მას არ ექნება საშუალება ფინანსურად შეინახოს არსებული პოლიტიკური ელიტა, როგორც ცენტრში ასევე რეგიონებში? ამ დროს ამუშავდება უკვე მეორე დამალული ბომბი, ანუ სეპარატიზმი, და დაიწყება გაუთავებელი შიგა ომები, რაც საბოლოოდ დაააქუცმაცებს რუსეთს, დაყოფს მას მარტივ მამრავლებლად, ანუ ჩასვამს მას მის ბუნებრივ ჩარჩოებში. მაქსიმუმი ვადა რაც არსებული ფორმაციის რუსეთს დარჩა ეს 5 წელიწადია.
დღევანდელმა რუსეთის პოლიტ ელიტამ ეს სცენარი ძალიან კარგად იცის, ამიტომ უკრაინის დაჩოქების მცდელობა უფრო მეტად ემსახურება მხოლოდ რუსეთისათვის საჭირო ნედლეულის ბაზრის მოპოვებას და რუსეთის უზრუნველყოფას მომავალში, ვიდრე ეს სამხედრო ფლოტილიის შენარჩუნებაა შავ ზღვაზე.
შესაბამისად დღეს წყდება უკრაინაში საქართველოს მომავალი და არა მარტო საქართველოსი. თუ რუსეთმა გადაყლაპა უკრაინა, შემდეგი რასავ ვიხილავთ ეს უკვე რუსული ტანკებია თბილისში. ამიტომ შემოვიდა ამერიკის საზღვაო ფლოტილია შავ ზღვაში, რომელსაც სრულად შეუძლია რუსეთის არმიის განადგურება.. დღეს ყველაფერს დენთის სუნი ასდის. საქართველოც ბეწვის ხიდზე კიდია," - წერს მიქელთაძე.


ნანახია: 2755-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდებოდა აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგის შემცირებას. 2017 წლის იანვრის შემდეგ აშშ-ში
როგორც მიქელთაძე ამბობს, რუსეთში მასიური აფეთქებები დაიწყება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიწყებს ტერაქტებს
'არა ოკუპაციას', 'არა რუსეთს', 'რუსეთი ოკუპანტია',-მსგავსი სახის წარწერები, დღეს ქუთაისის ქუჩებში, არასამთავრობო ოგანიზაცია
ყოველივე ამის ფონზე კი პურპროდუქტების ბიზნესოპერატორები ვარაუდობს, რომ პურის ფასი შეიძლება 30%-ით გაიზარდოს.

ამინდი