Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიასთან გამართული აქციის დაშლისათვის მოქალაქეებს 200 ლარს სთავაზობდნენ?

თარიღი : 20-11-2019, 23:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასთან დღეს გამართული აქციის დაშლის მიზნით, მოქალაქეებს 200 ლარს სთავაზობდნენ,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ გეგეშიძე ავრცელებს.

მიხეილ გეგეშიძის თქმით, აქციის დასაშლელად მოქალაქეების მოსყიდვას მერიასთან დახვედილი პროვოკატორები შეეცადნენ.

"ამ ადამიანის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, თუმცა შემიძლია გაჩვენოთ სმს, რომელიც მან სამოქალაქო აქტივისტებს გამოგვიგზავნა. სმს ასეთია: “აქციიდან რომ წამოვედი, ვიღაც კაცი შემხვდა ბაღში, 200 ლარი შემომთავაზეს, ოღონდ აქციაზე მიდი და დაშლას ეცადეო. არა, ვუთხარი. გაჭირვებული ვარ და ასეთი ვიქნები ბოლომდე, მაგრამ ქვეყანას არ ვუღალატებ...”

შეხვდებოდნენ ის ტიტუშკები, ვინც დაგვხვდნენ აქ და ვინც ეცადნენ ჩვენს დარბევას და პროვოკაციას. აქედან იქნებოდა რომელიმე,”-ამბობს მიხეილ გეგეშიძე.

ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდება აქციით გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა. მათ მერიასთან სტაფილო მიიტანეს და მერიის შესასვლელი დააბოქლომეს.

მორიგი აქცია ხვალ, 18:00 საათზე დაანონსდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიების ეტაპობრივ ოკუაციას.
აქციის მონაწილეების განმარტებით მერიამ მათ წლის ბოლომდე მუშაობის უფლება უნდა მისცეს.
მოშიმშილეების განცხადებით, მოსამართლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებისთვის პატიმრობის შეფარდებას, იმ
აქციის მონაწილეები გუშინ საღამოს, რუსთავი 2 - ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ.

ამინდი