Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში-ბაღის თანამშრომელი დირექტორის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებს

თარიღი : 20-11-2019, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილეს გია ხუციბერიძეს თანამშრომლის ცემაში ადანაშაულებენ. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

არსებული ინფორმაციით, თანამშრომელი ქალის ცემის ფაქტს მონიტორინგის სამსახურის ორი წარმომადგენელი და თავად ბაღის დირექტორი ზაზა რამინაშვილი ესწრებოდა. დაზარალებული, რომელიც კანცელარიის გამგის მოვალეობას ასრულებდა, გვიყვება, რომ სწორედ მათ თვალწინ გია ხუციბერიძე მას ხელით შეეხო. დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სხეულზე სილურჯეები დღემდე აღენიშნება. ამასთან, მან ფიზიკურ დაზიანებასთან ერთად, სულიერი ტრამვაც მიიღო და დღემდე მკურნალობს. ფაქტი მიმდინარე წლის 7 ნოემბერს დაფიქსირდა. თუმცა, როგორც დაზარალებული Topnews.com.ge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და თვეებია გრძელდება. დაზარალებულის თვლით არსებული მდგომაროება იმას ემსახურება, რომ მას სამსახურიდან წასვლა აიძულონ.

„თვეების განმავლობაში მდევნიდნენ, მავიწროვებდნენ, სტრესში მაცხოვრებდნენ და საშინელ პირობებში მამყოფებდნენ. ოღონდ თანამდებობა დამეტოვებინა და რას აღარ მთავაზობდნენ, მათ შორის სხვა სამსახურში იგივე პირობებით, იგივე ხელფასით გადასვლასაც (პიონერთა პარკში). მე ვთვლივი, რომ არაფერი დამიშავებია სიკეთის გარდა, კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას და რატომ უნდა წამოვსულიყავი სამსახურიდან? დავაშავე რამე მეთქი? ვკითხულობდი, მაგრამ, რა საკვირველია, პასუხი არ ჰქონდათ. სავარაუდო, ჩემს ადგილზე ვიღაცის დანიშვნა უნდოდათ.

ცემის ფაქტს წინ უსწრებდა სხვადასხვა შემთხვევები. ბოტანიკურ ბაღში მდებარე ნიკო მარის მუზეუმის საპირფარეშოც კი ჩამიკეტეს, რომლითაც ამდენი წელია ვსარგებლობ, მარტო მე კი არა, ადმინისტრაციის სამსახურის თანამშრომლებიც. გაგიგიათ მსოფლიოს მასშტაბით მუზეუმის საპირფარეშო ვინმეს დაეკეტოს? ამათ დაკეტეს, რომ არ მესარგებლა. ამასთან, გამომაგდეს ჩემი ოთახიდან, გადამიყვანეს ძველ კორპუსში, ვირთხებიან ოთახში. შემდეგ კი, დღისით და მზისით მომპარეს საკანცელარიო ჟურნალი, რომლითაც შემდეგ სახელფასო უწყისს ვადგენდი. უნდოდათ ამ დოკუმენტაციის გაქრობის ფაქტი ჩემთვის დაებრალებინათ. გამოვიძახე მაშინვე პოლიცია და მალე დოკუმენტაციაც თავისთვის გამოჩნდა. ჩამიდეს ისევ უჯრაში. მოხდა ისე, რომ ორშაბათიდან შეუქმნიათ ახალი ჟურნალი ისე, რომ საქმის კურში არ ჩამაყენეს. მოვიდა მონიტორინგის სამსახური და მითხრა, აქ ხელი რატომ არ გაქვს მოწერილიო. ვუთხარი რომ ამ ჟურნალზე საქმე აღძრული იყო და პასუხს ველოდებოდით, ახალი ჟურნალის შესახებ კი ხელმძღვანელისგან გაფრთხილება არ მიმიღია მეთქი. შემდეგ ხელმძღვანელს ჰკითხა გაფრთხილებული ვიყავი თუ არა. ხელმძღვანელმა კი „მაგი ყველამ იცოდაო“. მე ვარ უშუალოდ პასუხისმგებელი პირი ამ ჟურნალზე და მე რატო არ მითხარით მეთქი? შენ აღარ ხარ პასუხისმგებელიო. ხელმოწერილი ბრძანება კი უჯრაშიაო. გაკმაყოფილებთ ეს პასუხი მეთქი? -მონიტორინგის ჯგუფს ვეუბნები, ამ დროს წამოხტა ახლადდანიშნული მოადგილე გია ხუციბერიძე (რომელიც კოლოსალურ თანხას იღებს), ახლა გამიშვით მაცადეთო, ყვიროდა, უწმაწური სიტყვებით მლანძღავდა და მაგინებდა. წამოვიდა ჩემკენ, დამეტაკა მარცხენა ბეჭში, მაჯანჯღარა და კერებში მისროლა. კარები ისე ჩამოაჯახუნა, სახელურები ჩამოიღო. მესმოდა, რომ მონიტორინგის წარმომადგენელი ყვიროდა, რას აკეთებ ხელი გაუშვიო, თუმცა მანვე მითხრა რომ ცემის ფაქტზე არ დამემოწმებოდა. იქ იყო ხელმძღვანელი ზაზა რამინაშვილიც, რომელსაც ხმა არ გამოუღია. გამოვიძახე პოლიცია, გადამიყვანეს ექსპერტიზაზე, მათ ნახეს როგორი სილურჯეები ვითარდებოდა ბეჭზე, საქმე ძიებაშია. ბაღის ხელმძღვანელობა, ვითომც არაფერი მომხდარა, აგრძელებს მუშაობას, მე კი ვმკურნალობ და ფსიქოლოგთან დავდივარ ახლა, რომ ცოტა მდგომარეობიდან გამოვიდე,“- აცხადებს დაზარალებული, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხზე, ბოტანიკური ბაღის დირექტორს ზაზა რამინაშვილს დაუკავშირდა. რამინაშვილი ცემის ფაქტს უარყოფს.

„კარგია რომ თავად წავიდა ჩვენი თანამშრომელი პოლიციაში და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მე კი შემიძლია ის გითხრათ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, ფიზიკურად მას არავინ შეხებია. ბატონი გია ძალიან გაწონასწორებული პიროვნებაა, იურისტია პროფესიით, ასეთ რამეს როგორ იკადრებდა? მეც იქ ვიყავი და მერიის ორი თანამშრომელიც, პირიქით, თვითონ მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამიტომ, ბატონმა გიამ სთხოვა ოთახი დაეტოვებინა. უბრალოდ, რომ გაბრძანდა ეს ქალბატონი, კარები მიიხურა, ეს იყო და ეს. არავის არავინ არ უცემია, ძალიან კარგი, რომ ჩატარდა ექსპერტიზა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ამასთან, არანაირი წინაპირობები არ ყოფილა სტრესის, ამას ყველა თანამშრომელი დაადასტურებს. ნებისმიერს შეგიძლიათ კითხოთ,“-ამბობს რამინაშვილი.

ჩვენ რამინაშვილს საპირფარეშოების დაკეტვის შესახებაც ვკითხეთ. ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნიკო მარის მუზეუმის საპირფარეშო წარმომადგენლობითი სტუმრებისთვის არის გამოყოფილი. თუმცა, მის გარდა ბაღში რამდენიმე საპირფარეშოა, რომელიც მოწესრიგებულია და ნებისმიერი თანამშრომლისა თუ შემომსვლელისთვის ღიაა.
რაც შეეხება თანამშრომელი ქალბატონისთვის კაბინეტის შეცვლას, რამინაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ თვითონ მოისურვა სხვა ოთახში გადასვლა.

„ახალ მოადგილეს კაბინეტი არ ჰქონდა. ამდენად სამი თანამშრომელი, მოადგილე, სამნეო და მთავარი სპეციალისტი ერთად მოვათავსე, რომ კონტაქტი ჰქონოდათ ქვემოდ მყოფ მუშებთან. მე შევთავაზე მას, რომ იქვე გვერდით ოთახში, ქალბატონებთან გადასულიყო, სადაც 5 თანამშრომელია, ერთ-ერთი იქნებოდა თავად. (აქ ცენტრალური გათბობაც გვაქვს, ზაფხულში კონდიციონერიც და ა.შ), მაგრამ უარი მითხრა და თავად მოისურვა, ახლა სადაცაა იქ გადასულიყო. მეც დავეთანხმე, თუ გნებავთ გადაბრძანდი-თქო.“-ამბობს ზაზა რამინაშვილი.

ზაზა რამინაშვილი Topnews.com.ge-სთან საუბარში აღნიშნული ქალბატონის სხვა სამსახურში გადასვლის შეთავაზების საკითხსაც ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზება მის თანამშრომელს მართლაც ჰქონდა, იგივე ხელფასით გადასულიყო პიონერთა პარკში, თუმცა ამას თავად არ სთავაზობდა.

„არ ვიცი ვინ სთავაზობდა, მე ამ საქმეში გარეული არ ვარ. არავისთან არ მაქვს პრეტენზია, პირიქით მივესალმები, თუ კი ვინმე საქმეს გააკეთებს და ბაღის კეთილდღეობაზე იზრუნებს და აქეთ დავეხმარები. ბაღიც და ეს ქვეყანაც ყველასია და ყველამ უნდა მოვუაროთ,“- ამბობს ბოტანიკური ბაღის დირექტორი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 626-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოტანიკური ბაღის ახალი დირექტორი ზაზა რამინაშვილი თანამშრომლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში რეორგანიზაციის შედეგად 43 თანამშრომლიდან 10 სამსახურის გარეშე დარჩა.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი ამბობს, რომ ბაღში კიდევ ბევრი სხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.

ამინდი