Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალგაზრდული პოლიტიკა ქუთაისში და სიურპრიზები ახალგაზრდებს

თარიღი : 8-03-2014, 15:03 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვიდრე ქუთაისის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაცია მოხდებოდა, ვანო ბუხაიძე გარკვეული პერიოდი კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი იყო. რეორგანიზაციის შემდეგ აღნიშნული სამსახური ორად გაიყო. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურებად. ვანო ბუხაიძე გასული წლის 22 ივნისიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სამსახურის უფროსობამდე სპორტთან და ახალგაზრდობასთან ყოველდღიური შეხება ჰქონდა, ამიტომ აღნიშნული თემები მისთვის უცხო არ არის. მიღებულ გამოცდილებას ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს და როგორც თავად ამბობს, ცდილობს ახალგაზრდებს გართობისა და დასვენების მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნას, სპორტი შეაყვაროს და რაც მთავარია, ცხოვრების ჯანსაღ სტილში აიყოლიოს.
რა პროექტები განახორციელა ქუთაისის მერიის სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამსახურმა ახლაგაზრდული პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით, რას ითვალისწინებს სამსახურის ახალი პროექტი და რა სიურპრიზებს ჰპირდება სპორტითა და ცხოვრების ჯანსაღი სტილით დაინტერესებულ ახალგაზრდებს? კითხვებზე პასუხს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ქვეყანაში თუ ქალაქში არსებული ახალგაზრდული პოლიტიკა ყოველთვის იყო მედიისა თუ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სამსახურში სტრუქტურული ცვლილებისა და ხელმძღვანელობის ცვლილების გარდა, რა შეიცვალა ამ კუთხით?

ვანო ბუხაიძე: სამსახური ორ ნაწილად გაიყო და ეს აუცილებელი იყო სამსახურის ოპტიმალურად მუშაობისათვის. რაც შეეხება უშუალოდ სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს, ხელმძღვანელობის ცვლილების გარდა, ჩამოყალიბდა პრიორიტეტები და 2013 წელს შეიქმნა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ რეალურად არ დაგვხვდა სურათი, მხედველობაში მაქვს სოციალური კვლევები, რა პრობლემებია ქუთაისში ახლაგაზრდობის კუთხით. რეგიონებსა და ქალაქებს სპეციფიკური პრობლემები ახასიათებთ. მაგალითად სამხრეთ საქართველოში თუ არის ეთნიკური პრობლემა, ასეთი პრობლემა ამგვარი მასშტაბით არ არის ქუთაისში, მაგრამ ქუთაისს აქვს თავისი სპეციფიკური პრობლემები. ამიტომ ასეთი სოციალური კვლევები ზოგადად აპრობირებული მეთოდია, რომლის საშუალებითაც იქმნება სამსახურის სტრატეგია. რადგან ჩვენ ეს არ გვქონდა, სამსახურმა მთელი ძალისხმევით იმუშავა. დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებს და მათთან ერთად გავიარეთ პრობლემები. სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაცია გავაკეთეთ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული პირი. ჩვენ გვინდოდა ჩვენი მუშაობა ყოფილიყო გამჭვირვალე და ყველას ჰქონოდა პროცესში ჩართულობის საშუალება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამოქალაქო სექტორს. ჩვენ ძალიან საინტერესო შენიშვნები მივიღეთ. სასიამოვნო სიხალე არის, რომ მიმდინარე წელს გაიზარდა სამსახურის ბიუჯეტი. 233 000 ლარი იყო გამოფოყილი 2013 წელს ახალგაზრდულისათვის. წელს კი 291 000 ლარს შეადგენს ახალგაზრდული განყოფილების ბიუჯეტი, რაც ქუთაისში ახალგზრდული კუთხით არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი არ არის, მაგრამ მაინც მოხდა ბიუჯეტში მატება, რამაც სამსახურის სამოქმედო გეგმისთვის რამდენიმე საინტერესო პროექტის დამატების საშუალება მოგვცა. 2013 წელს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, სადაც 11-მა პროექტმა გაიმარჯვა. საერთო ჯამში ამ პროექტებში ჩართული იყო 1 300 ახალგაზრდა. მასშტაბური პროექტი იყო. ამ კონკურსმა კარგი შდეგეგი გამოიღო და გადავწყვიტეთ მიმდინარე წელსაც გამოგვეცხადებინა ეს კონკურსი. გასულ წელს თუ მისი ბიუჯეტი 50 000 ლარი იყო, მიმდინარე წელს 75 000 ლარი იქნება. მარტის ბოლოდან ვფიქრობთ მსგავსი კონკურსის გამოცხადებას და თითოეული პროექტის დაფინანსება 6 000 - 7 000 ლარით განისაზღვრება. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებს, რომელბსაც კარგი იდეები აქვთ და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საზაფხულო ბანაკებს შეეხება. ეს წინა წლებშიც იყო, მაგრამ მინდა გამოვყო მიმდინარე წელი. სულ ახლახანს დასრულდა ბაკურიანის ბანაკი, სადაც ახალგაზრდები კონკურსის წესით შევარჩიეთ. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მოხდა სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება და შემდეგ იყო გასაუბრება. მერიის წილი გასაუბრებაში იყო ძალიან მცირე, რადგან შვიდკაციან კომისიაში მერიიდან მხოლოდ ორი ადამიანი იყო წარმოდგენილი და დანარჩენი ხუთი ადგილი მხოლოდ არასამთავრობოებს ეკავათ. შეირჩა 48 საუკეთესო ახალგაზრდა, რომლებიც გაემგზავრნენ ბაკურიანში და აქედან ჩვენ მივიღეთ იმ ახალგაზრდების ძალიან კარგი რესურსი, რომლებიც სამომავლოდ სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ და თუნდაც მოხალისეებად იქნებიან აყვანილი. მარტის თვეში სამსახური გააკეთებს სოციალურ კვირეულს. ერთი კვირის განმავლობაში სამსახურის მიერ იქნება ორგანიზებული ღონისძიებები, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ბალანსზე აყვანილ ყველა სოციალურ სახლს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მისვლას, საჩუქრების მიტანას, რასაც ფინანსურად სამსახური უზრუნველყოფს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამის უშუალო განმახორციელებლები იქნებიან ახალგაზრდები. ამ ეტაზპე სამსახურის მიერ ორი პროექტი ხორციელდება. ერთი არის ძალიან წარმატებული, წლებია დაწყებულია და ჩვენც გავაგრძელეთ. პროექტს ბავშვთა პარლამენტი ჰქვია. მეორე პროექტი კი ღია თვითმმართველობაა. პირველი პროექტი პარლამენტის სიმულაციური თამაშია, სადაც სკოლის მოსწავლეები ეცნობიან პარლამენტის სტრუქტურას, ლიდერულ თვისებებს, სწავლობენ იმ წესებს, ჩვევებს, რაც შემდეგ საჯარო სამსახურში მუშაობის დროს გამოადგებათ. მეორე პროექტი „ღია თვითმმართველობა“ არის გათვლილი სტუდენტებისათვის, რომელიც მერიის სიმულაციური თამაშია. პროექტში ჩართული 15 ახალგაზრდა არაოფიციალურად სტაჟირებას გადის და მერიის სტრუქტურას სწავლობს, რაც ვფიქრობ ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენი სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან. ეს ფონდი აფინანსებს ჩვენი სამსახურის მიერ რეკომენდირებულ პროექტებს. მათ ჩვენთან შედარებით მეტი რესურსი აქვთ და ვფიქრობ, ამ სამსახურის მიღწევაა, რომ ჩვენ შევძელით ამ ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა. კდიევ ერთი სიახლე, რასაც სამსახური გეგმავს ის არის, რომ სამსახურთან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი. ამ ჯგუფში იმ არასამთავრობოების წარმომადგენლები შევლენ, რომლებიც ახალგაზრდული პრობლემების შესწავლით არიან დაკავებული. ჯგუფის წევრთა ზუსტი ციფრი განსაზღვრული არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ მისი შემადგენლობა სავარაუდოდ 15-დან 20 ადამიანამდე იქნება. ჯგუფი სამსახურთან იმუშავებს გეგმიურად. ყოველი თვის ბოლოს შეიკრიბება, ერთად იმსჯელებენ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე. ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმ მიმართულებით, რომ სამსახურის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის, ვინც ახალგაზრდულ პრობლემატიკაზე მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო მხარდაჭერა. ძალიან მწირი დრო ეთმობა საინფორმაციო ველზე ახალგაზრდულ პრობლემებს. ამიტომ, ჩვენ გასულ წელს ორი რადიო პროექტი დავაფინანსეთ. ერთი იყო რადიო „რიონის“ პროექტი, რომელიც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების პოპულარიზებას ემსახურებოდა. მეორე იყო რადიო „ძველი ქალაქის“ პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახლაგაზრდების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ორივე პროექტმა ნაყოფიერი შედეგი მოგვცა. ამიტომ, წელსაც ვფიქრობთ დავაფინანსოთ ანალოგიური პროექტი. ასევე, სამსახურის საქმიანობაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. 2013 წელს მე ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც მქონდა შეხვედრები ჩემს კოლეგებთან. გავცვალეთ ორმხრივი ურთიერთობების წინადადებები. შესაძლებელია საზაფხულო ბანაკების მოწყობა, სადაც მოხდება გაცვლითი პროგრამები. რამდენიმე ახლაგაზრდის გერმანიაში გაგზავნა და პირიქით, რაც გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, რომლებიც კარგად ხატავენ, წერენ, თუმცა თავიანთი შემოქმედების პოპულარიზების საშუალება არ აქვთ. ამიტომ, სამსახური ასეთ ადამიანებს უწყობს ხელს შემოქმედებითი საღამოების მოწყობაში. სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.
ზემოთჩამოთვლილი უკვე მიმდინარე თუ ახლო მომავალში დაგეგმილი პროექტების გარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა მორიგი ახალი პროექტი დაიწყო საქხელწოდებით „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“. პროექტი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული პროექტი და რას ემსახურება იგი?
ვანო ბუხაიძე: ეს პროექტი ჩვენი სამსახურისა და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ერთობლივი პროექტია. ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას ეთმობა საინფორმაციო სივრცე. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსარი წესის პოპულარიზებას პიარი გავუკეთოთ და ახალგაზრდები უფრო აქტიურები გავხადოთ. ინტერნეტ სივრცე არის ყველაზე ხელმისაწვდომი დღევანდელი ახალგაზრდებისათვის. იქ გავრცელებული ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და ძალიან ბევრი ახალგზრდა იყენებს დღეს სოციალურ ქსელს. ამიტომ, გადავწყვიტეთ ინტერნეტ სივრცე და სოციალური ქსელი გამოგვეყენებინა აღნიშნული მიზნით. დღეს საქართველოში სამწუხაროდ სტატისტიკური მონაცემები ძალიან საგანგაშოა. ქვეყანაში მხოლოდ 30 000 ახალგაზრდა არის სპორტით დაკავებული, რაც ჩვენი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ცუდი მაჩვენებელია, როდესაც მოსახლეობის ანალოგიური რაოდენობის ქვეყნებში 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო მეტი არის სპორტით დაკავებული ახალგაზრდების რაოდენობა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ზედმიწევნით ზუსტად მორგებული პროექტი, რომელიც დღეს ყველაზე აუცილებელია, რათა ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის მაქსიმალური ამოცანაა, რომ ბევრი ახალგაზრდა იყოს სპორტით დაკავებული. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას კი პიარს თავად ახალგაზრდები და ცნობილი სპორტსმენები გაუწევენ.

უკვე აღნიშნული პროექტებისა და სიახლეების გარდა, თუ დარჩა რაიმე სიახლე ან სიურპრიზი, რასაც ახალგაზრდები მიმდინარე წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურიდან უნდა ელოდონ?
ვანო ბუხაიძე: ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ სიურპრიზებს სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში უნდა ელოდონ. ჩვენ მაქსიმალურად მივცემთ შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდების ხელით გაკეთდეს ეს პროექტები და ახალგაზრდები იყვნენ უშუალო შემსრულებლები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოფიციალური გვერდი, სადაც დევს სამსახურის სამთვიანი სამოქმედო გეგმა. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ გაეცნონ ამ სამოქმედო გეგმას და თვითონ გადაწყვიტონ რომელ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის საინტერესო სიახლე, რადგან მე როდესაც ვიყავი ახალგაზრდა ან სტუდენტი, მაშინ მე არ მქონდა იმის საშუალება ჩავრთულიყავი ასეთ პროექტებში. ჩვენ არავინ გვეუბნებოდა მოდით, ჩაერთეთ ამ პროექტში და ფინანსურ უზრუნველყოფას ჩვენ გაგიკეთებთ. დღეს ეს სიახლეა. ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი აქტუალურია გართობისა და დასვენების საკითხი. ბევრი ახალგაზრდა გამოთქვამს უკმაყოფილებას იმ კუთხით, რომ ქუთაისში არ არის ბევრი ადგილი, სადაც შეიძლება გაერთოს ახალგაზრდა. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს პრობლემები გადავჭრათ. აპრილში, მაისსა და ივნისში გაიმართება ლოკალური ღონისძიებები, კონცერტები და შემდეგ ვფიქრობთ გავაკეთოთ ერთი გრანდიოზული კონცერტი, რომელიც იქნება განკუთვნილი ახალგაზრდებისათვის. რაც შეეხება დასვენებას, ამ მხრივ მინდა გამოვყო ბანაკები. ჩვენ გვაქვს საზაფხულო ბანაკი სულორში, სადაც შერჩეული ახალგაზრდები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებაში იქნებიან ჩართული. ასევე, ვფიქრობთ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, სადაც ისინი საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენენ. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სულ ახლახანს ნინოშვილის ბაღში დაამონტაჟა სავარჯიშო მოწყობილობა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და ვარჯიში, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ასე რომ წლის განმავლობაში სამსახური ბევრ საინტერესო იდეას, პროექტსა და სიურპრიზს შემოგთავაზებთ.


„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა დააფინანსა. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2630-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
პროექტის ფარგლებში მოხდება წარმატებული სპორტსმენების სპორტული ცხოვრებისა და მათი განვლილი გზის აღწერა. ასევე, პროექტი
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
21 წლის მაგდა ფურცხვანიძე ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად,
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი