Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქვეითის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა ორმაგდება

თარიღი : 19-11-2019, 12:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მთავრობა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრებას ქვეითების მიმართაც გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.

კერძოდ, პროექტის თანახმად, ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებული ჯარიმა გაორმაგდება და არსებული 10 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება.

„აღნიშნულის ერთი წლის განმავლობაში გამეორებისათვის 20 ლარის ნაცვლად 40 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ზემოაღნიშნულ ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 50 ლარის ნაცვლად გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით,“- ვკითხულობთ მომზადებულ კანონპროექტში.

აღსანიშნავია, რომ ავარიათა სტატისტიკიდან არც ისე უმნიშვნელო რაოდენობა ფიქსირდება ქვეითთან დაჯახების. კერძოდ, მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეით მოსიარულეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის/შეჯახების 336 ფაქტი დაფიქსირდა. შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა - 347 ადამიანი.

bpn.ge


ნანახია: 396-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება.

ამინდი