Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაში დახარჯავს ქუთაისის მერია ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს

თარიღი : 18-11-2019, 16:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე გადაეგზავნა. ცნობილია ბიუჯეტის მოცულობაც, რომელიც მიმდინარე წელთან შედარებით 7 მილიონით არის გაზრდილი. მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის ინფორმაციით, ქალაქის ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 61 მილიონ 36 200 ლარს შეადგენს. მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამების მხარდაჭერა.

„კანონის მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანესს 15 ნოემბრისა, გვევალდებულებოდა 2020 წლის ბიუჯეტის შეტანა საკრებულოში. ჩვენ კანონის დაცვით მოვახდინეთ აღნიშნული პროექტის გადაგზავნა სწორედ 15 ნოემბერს. ბიუჯეტის მოცულობა 61 მილიონ 36 200 ლარს შეადგენს. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული რგფ-დან გამოყოფილი ტრანსფერები, რადგანაც განკარგულება გამოვა ან დეკემბრის ბოლოს ან იანვრის პირველ ნახევრამდე. გვაქვს მოლოდინი, რომ დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი, რომელიც ეტაპობრივად გაიზრდება წლის განმავლობაში.

პრიორიტებები გასული წლის მსგავსად, წელსაც არის პირველ რიგში ინფრასტრუქტურა და სოციალური დაცვა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამი შეადგენს 12 მილიონ ნახევრს, სოციალური პროგრამების კი- 5 მილიონ 187 000 ლარს.

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი, რაც დარწმნუნებული ვარ მთელ ქალაქს აინტერესებს, ეს არის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია. ამისთვის 1 მილიონია გათვალისწინებული. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და აღნიშნული დღედღეზე ექნება მერიას. ასევე გათვალისწინებულია ცენტრალურ ბულვარში მდებარე შადრევნის რეაბილიტაცია. ასევე იგეგმება ეზოების, სადარბაზოების, ლიფტების კეთილმოწყობა.

სოციალურს რაც შეეხება, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა არ არის, ზრდა გარკვეულ პროექტებში შეინიშნება. მრავალშვილიანი დედებისთვისაც კვლავ მილიონი ლარია დაფინანსება. ძირითადი პროექტები უცვლელი დარჩა,“- აცხადებს დავით ნიშნიანიძე.

მას შემდეგ, რაც ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატები კომისიებსა და ფრაქციებში განიხილავენ, კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
ბიუჯეტიდან ყველაზე მეტად დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ეზრდება. ის დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს, რაც
ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის ამ დროისათვის მხოლოდ იმ თანხების მოცულობაა ცნობილი, რომელსაც

ამინდი