'ამ ეტაპზე მთლიანად დამოკიდებული ვართ კლიმატურ პირობებზე,'-ხონის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება
თარიღი : 18-11-2019, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტში 9 000-მდე აბონენტს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დღეგამოშვებით მიწოდების მიზეზი გრუნტში წყლის დონის კლებაა, რაც მოწოდების მოცულობას ამცირებს. პრობლემა მოსახლეობას დაახლოებით ორი თვეა აწუხებს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ, მერის წარმომადგენელმა მათხოჯის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ გახოკიძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის-ცენტრის დირექტორმა თემურ საღარაძემ და მოადგილემ ოლეგი რუხაძემ სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაათვალიერეს და არსებულ პრობლემაზე იმსჯელეს. ლადო ჯურხაძე დეტალურად გაეცნო წყლის სისტემის ფუნქციონირებას და სპეციალისტებთან ერთად პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელა.
"ამ ეტაპზზე მთლიანად დამოკიდებულები ვართ კლიმატურ პირობებზე. გრუნტში წყლის მოცულობის გაზრდა საშუალებას მოგვცემს მოსახლეობას წყალი უწყვეტად მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ პრევენციაზეც. დღეს, კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და განვიხილეთ საკითხის მოგვარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ სამომავლოდ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დავდგეთ,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.