Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სკამი მაინც დაგეტოვებინათ ქუთაისში, ჩამოხვიდოდით ახლა და გამართავდით სხდომას,'- გოგი წულაია 'ქართულ ოცნებას'

თარიღი : 18-11-2019, 16:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სკამი მაინც, რომ დაგეტოვებინათ, ახლა ქუთაისში ჩამოხვიდოდით და აქციებს თავს აარიდებდით,"- ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობის პიკეტირებას.

წულაიას თქმით, "ქართული ოცნება" პრობლემებს საკუთარ პოლიტიკურ პარტიას თავად უქმნის.

"ყველაფერი გაზიდეს აბსოლუტურად, სკამიც კი არ დატოვეს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში. 900 ათასი ლარი ჯდება ამ გაპარტახებული შენობის მოვლა. ყოფილიყავით ქუთაისში, ხომ არ იქნებოდა ასეთი ამბავი. აქ სკამი მაინც, რომ დაგეტოვებინათ, ამოხვიდოდით და გამართავდით სესიას,"- აცხადებს გოგი წულაია.

ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობა ოპოზიციას მეორე დღეა პიკეტირებული აქვს და დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას აძლევენ. ქუთაისში კი მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეჩერებულია.


ნანახია: 861-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაიში, ავტოქარხნის უბანში არსებული ჭიდაობის დარბაზის გასხვისებას აპროტესტებს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის
უმრავლესობის წევრის თქმით, ბირჟა, რომელიც პარლამენტის შენობაში განთავსდება, მთელ კავკასიაში ცნობილი იქნება.
როგორც topnews.com.ge-სთან საუბრისას კომიტეტის აპარატის წევრები აცხადებენ, ყველაფერი 2 დღეში უნდა ჩაალაგონ და შემდეგ, აპარატურას

ამინდი