Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სიახლეები იგეგმება 2020 წლიდან ქუთაისის საბავშვო ბაღებში

თარიღი : 18-11-2019, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 2020 წელს გაიზრდება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განუცხადა. წიტაიშვილმა ზუსტად არ იცის რა თანხები იქნება გამოყოფილი ბაღებისთვის ქალაქის ფინანსურ დოკუმენტში, თუმცა ამბობს, რომ მიმდინარე წელთან შედარებით ბიუჯეტი გაცილებით მეტი იქნება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი Topnews.com.ge-თან მომავალი წლისთვის დაგეგმილ სიახლეებზეც საუბრობს.

„მიმდინარე წელს ჩვენი ბიუჯეტი იყო 10 მილიონ 850 000 ლარი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაღების თანამშრომლებს ყველას მოემატათ ხელფასი 50 ლარის ოდენობით. მომავალ წელს ყველა ვარიანტში გაიზრდება ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი, თუმცა ჯერჯერობით ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, ვმუშაობთ ამ საკითხზე. რაც შეეხება კვების მენიუს, ტექნიკური რეგლამენტით, პრემიერ-მინისტრის 487 ბრანებით, მენიუ გაწერილია და ჩვენ ამას ვერ შევცვლით. ეს არის სამეცნიერო დონეზე გათვლილი, ის, რაც სჭირდება ამ ასაკის ბავშვებს, ამ კუთხით კარგად არის ყველაფერი. მეთოდური კუთხით კი გვინდა რამე შევცვალოთ. მაგალითად სპეც. პედაგოგები გვინდა მომავალი სასწავლო წლიდან დავამატოთ. ანუ, ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ პლიუს კიდევ ერთი თვალი და ყური. ასევე, შშმ პირებისთვის გვინდა ერთი ბაღი ადაპტირებულად გავაკეთოთ. შევარჩევთ ისეთ ადგილს, სადაც უფრო მეტნი არიან ასეთი ბავშვები და გადაადგილებისთვის მოსახერხებელი რომ იყოს. ასევე გვინდა მეთოდური კუთხით გადავამზადოთ ჩვენი აღმზრდელები, ასე რომ 2020 წლისთვის გვექნება სიახლეები,“- ამბობს დავით წიტაიშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 787-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტში სულ 20 ბაღი იღებდა მონაწილეობას და მათ შორის ერთს კერძო ბაღი წარმოადგენდა.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2019 წელს ცვლილებები იგეგმება.
ახალი სასწავლო წლისთვის ქუთაისის 3 ბაგა-ბაღს მიშენებები მიემატა.