Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მუნიციპელიტეტში ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

თარიღი : 18-11-2019, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპელიტეტში ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე 10 სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძირითადი კერები ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  მათივე თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

„მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე მუშაობს 10 ჯგუფი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ჰექტარია დამწვარი“- განუცხადეს Topnews.com.ge-ს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ სამაშველო ჯგუფები ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს. ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანიც იმყოფებოდნენ.

ცეცხლი ჩაის ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. პირველი კერა სოფელ სორმანში გაჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად კი ხანძარი სოფელ რიონის ტყეშიც გავრცელდა.


ნანახია: 483-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლიკვიდაციაზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ამინდი