იტვირთება

ქუთაისში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის შესახებ 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის შესახებ 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის შესახებ 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

შემუშავდა ქმედითი ინსტრუმენტები და რეკომენდაციები, რათა ხელი შეეწყოს პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებისთვის.

სამუშაო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას შედეგები გააცნო პროექტის ხელმძღვანელმა, თენგიზ შერგელაშვილმა და პროექტის მოწვეულმა ექსპერტმა, კონსტანტინე კანდელაკმა. ხაზი გაესვა არსებულ პრაქტიკას, რომელიც გააჩნდა ქუთაისის   მუნიციპალიტეტს წინა წლების განმავლობაში. მომხსენებლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობენ მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების პროცესში. კვლევის ძირითადი მიგნებების და რეკომენდაციების წარდგენის შემდეგ სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის - „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს“ ფარგლებში ხორციელდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები