Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საავადმყოფოებს, რომლებსაც რეგიონში პირველობაზე აქვთ ამბიცია, მოსაცდელი ოთახიც კი არ გააჩნიათ,'-რამდენად ზრუნავენ ქუთაისის კლინიკები პაციენტთა ახლობლებზე

თარიღი : 17-11-2019, 16:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„საავადმყოფოებს, რომლებსაც რეგიონში პირველობაზე აქვთ ამბიცია, მოსაცდელი ოთახიც კი არ გააჩნიათ. მთავარია კაბინეტები აქვთ ვრცელი და კომფორტული... პაციენტის ახლობლებს გამოყრიან გარეთ, ღია სივრცეში, წვიმასა და სიცივეში, სადაც უწევთ ლოდინი"-სამედიცინო დაწესებულებებში მოსაცდელი სივრცის არარსებობის შესახებ თავის პრეტენზიას ამგვარად გამოხატავს მოქალაქე სოფიო ყუბანეიშვილი.

"ისე კარგი გამოსავალია, გარეთ, სიცივეში შეიძლება ცუდად გახდე და პაციენტად თავად იქცე, საავადმყოფოებისთვის დამატებითი შემოსავალია... სირცხვილია!“- ამბობს ყუბანეიშვილი.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, აქვთ თუ არა ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტების ახლობლებისთვის გამოყოფილი ე.წ. მოსაცდელი ოთახი და რამდენად ოპერატიულად აწვიან ოჯახის წევრებს დაწესებულების წარმომადგენლები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

"მოგეხსენებათ, "კლინიკა ბომონდი" დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა, რომელიც პაციენტებს მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისს სთავაზობს. კლინიკა მუდმივად ზრუნავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და იმაზე, რომ როგორც პაციენტებს, ისე მათ ახლობლებს, რომლებიც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ღელავენ და გულშემატკივრობენ, კომფორტული პირობები შეუქმნას. კლინიკაში არსებობს, როგორც შიდა, ისე გარე სივრცე, სადაც შესაძლებელია ლოდინი. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგებულია კვების ბლოკი. კლინიკაში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. კლინიკის ადმინისტრაციისათვის პაციენტების აზრი, მათი შენიშვნები და შეფასებები მნიშვნელოვანია და პრაქტიკაში ხდება მათი გათვალისწინება, რადგან ჩვენ პაციენტების მეგობარი კლინიკა ვართ,"- აცხადებენ "კლინიკა ბომონდი"-ს პრესსამსახურში.

„ჩვენს კლინიკაში მსგავსი პრობლემები არ არის. ჩვენ გვაქვს პაციენტის ახლობლებისთვის გამოყოფილი სპეციალური მოსაცდელი ადგილი, გვაქვს ბუფეტიც, რეკრეაციული ზონაც, ასევე გამწვანებული ეზო, სადაც შეუძლიათ სუფთა ჰაერზე დასხდნენ და დაელოდნონ პასუხებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ სიცივეა, ფოიეში გათბობაც გვაქვს ჩართული, მოკლედ, ყველანაირ კომფორტს ვუქმნით პაციენტის ახლობლებს, რომ მშვიდად დაელოდნონ ექიმის პასუხს.

ზოგჯერ ხდება, რომ პაციენტის ახლობლებს უფრო ადრე უნდათ პასუხის მიღება, ვიდრე ეს შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. როდესაც ხდება ამის მობილიზება, დასკვნის დადება და ყველანაირად ამომწურავ პასუხს ღებულობს ექიმი კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შემდეგ აცნობებს პაციენტსა და მის ახლობლებს შედეგებს. ანუ, რა დროც სჭირდება კვლევას, იმის შესაბამისს დროში ახერხებს ექიმი პასუხების გაცემას,“- აცხადებენ კლინიკა ლჯ-ის პრესსამსახურში.

„როცა პაციენტი ჩვენთან შემოჰყავთ, პატრონი რა თქმა უნდა თან ახლავს მას. სანამ მიმდინარეობს პაციენტის მონიტორინგი, ანალიზები იქნება ეს, კვლევები, კონსულტაციები თუ ა.შ, მისი ახლობელი ფოიეში იცდის. ანუ, კლინიკას აქვს ფოიე, სადაც დაახლოებით 70 ადამიანამდე თავსდება. ამასთან, სასწრაფოთი შემოყვანილი პაციენტის სავარაუდო დიაგნოზი ჩვენ უკვე ვიცით, ლაბორატორიული კვლევებით კი დაახლოებით 40 წუთში ვსვამთ დიაგნოზს, თუ რაიმე განსაკუთრებული და მძიმე შემთხვევა არ არის. ყოველ შემთხვევაში, პაციენტის ახლობელი ამ პერიოდში ფოიეშია და მას ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივი კონტაქტი აქვს ექიმებთან. ამასთან, თუ პაციენტი განსაკუთრებული საჭიროებისაა, ვთქვათ ინვალიდია, ჩვენ ინდივიდუალური ოთახებიც გვაქვს, სადაც პაციენტის ახლობელს დროებით ვაჩერებთ,“- ამბობს კლინიკა „უნიქალმედის“ გენერალური დირექტორი შოთა მარუაშვილი. ~

„ემერჯენსის განყოფილებაში ყოველთვის არის პაციენტების ახლობლებისთვის მოსაცდელი სივრცე. თუ ჰოსპიტალიზაციას გადის პაციენტი, ნახვის სპეციალური საათებია, შედიან ახლობლები ამ მონაკვეთში და ნახულობენ იმიტომ, რომ ეს არის კლინიკა და კლინიკას თავის შინაგანაწესი აქვს. რაც შეეხება ოჯახის წევრებისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, ჩვენ გვყავს კომუნიკაციის ოფიცერი, რომელიც ინფორმაციებს აწვდის მნახველებს,“-აცხადებენ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„ჩვენი კლინიკა არის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა დასავლეთ საქართველოში. ამდენად, რაც სანებართვო -სალიცენზიო პირობებით არის გათვალისწინებული, გაკეთებული გვაქვს ამ კანონმდებლობის ფარგლებში. გარეთაც გვაქვს ე.წ მოსაცდელი სივრცეები და შიგნითაც. ზოგადად, პაციენტის თანხლებს ყოველთვის უნდა პაციენტის გვერდით, მაგრამ თქვენც დამეთანხმებით, რომ პაციენტთან, რომელსაც მანიპულაცია უტარდება, რაღაც ინფექციის გადამტანი, ახლობელს ვერ შევუშვებთ. ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. არსებობს პირობა, ემერჯენსი გადაუდებელი მომსახურებისათვის, სადაც გათვალისწინებულია რა და როგორ უნდა იყოს. გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ კუთხით 100 %-ით ვაკმაყოფილებთ პირობებს.

კიდევ გავიმეორებ, რომ მოსაცდელი გვაქვს გარეთაც და შიგნითაც. თუმცა, ვიტყვი იმასაც, რომ შიგნით ყველა, რა თქმა უნდა ვერ დაეტევა, ამიტომ გარეთ გადახურული გვაქვს. როდესაც წვიმაა, თოვლია თუ ქარია, ამ კუთხით არაფერი არ აწუხებთ. მოსაცდელი სკამებითაა ორგანიზებული და გადახურულია. ამდენად პაციენტს, რომელსაც ეს პრეტენზია აქვს, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები,“- აცხადებს „თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის“ დირექტორი გია გრძელიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 539-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის ფსიქიატრიულში პაციენტი ცემით მოკლეს - ქვეყანა, სადაც მძიმე პაციენტებს მკურნალობის ანცვლად აწამებენ.
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა 'ბომონდის' მიმღებ განყოფილებას
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
რუმინეთის მოქალაქე ვერონიკა გორკოდელი დუბაიდან რუმინეთში ბრუნდებოდა, როდესაც ქალბატონი თვითმფრინავში ცუდად გახდა.

ამინდი