RICDOG საქართველოს მასშტაბით გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციებისთვის ტრენინგებს მართავს
თარიღი : 16-11-2019, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები

RICDOG-მა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ტრენინგების ჩატარება დაიწყო. ერთ დღიანი ტრენინგი უკვე ჩატარდა რაჭასა და ქუთაისში. შეხვედრებში მონაწილეობას გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართული ადგილობრივი აქტივისტები, არასამთავრობო და ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ.
"პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარემოზე ზემოქმედებისა შეფასებისა და სტრატეგიული გრემოსდაცვითი სტრატეგიების შეფასებასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღნიშნული ტრენინგებით ვფარავთ ისეთ თემებს როგორიც არის სამოქალაქო აქტივობა, ადვოკატირება და ლობიზმი, ხალხის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა"- ამბობს RICDOG თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე.
RICDOG ნოემბრის თვის ბოლომდე ტრენინგების ჩატარებას გეგმავს სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
შეგახსენებთ, რომ RICDOG ახორციელებს პროექტს სახელწოდებით “არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე”. RICDOG-თან ერთად განმხორციელებელი ორგანიზაციები არიან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო (წამყვანი ორგანიზაცია) და სითი ინსტიტუტი საქართველო.