Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში დამსახურებული მწვრთნელის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

თარიღი : 16-11-2019, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის, სულიკო თორთლაძის 100 წლის იუბილე აღინიშნა.

დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის ამხანაგური შეხვერდა კალათბურთში, მის საცხოვრებელ სახლში კი გაიხსნა სპორტსმენის ბარელიეფი. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში, ასევე მოეწყო ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია და აჩვენეს ფილმი, რომელიც სულიკო თორთლაძის სპორტულ ცხოვრებას ასახავს.

სულიკო თორთლაძე ქუთაისში დაიბადა. თამაშობდა ქუთაისის "დინამოსა" (1938-40, 44) და თბილისის "დინამოში" (1945-52). მან აღზარდა: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ზურაბ გრძელიძე და გელა დარსაძე.

ღონისძიებებს სულიკო თორთლაძის ოჯახის წევრები, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და (ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ღონისძიებები ქუთაისის მერიის და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.

NS


ნანახია: 925-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ძეგლის გახსნას ქალაქის მერი შოთა მურღულია, კალათბურთელის ოჯახის წევრები და ცნობილი სპორტსმენები დაესწრნენ.
ქუთაისის სპორტის მუზეუმში ზურაბ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
იმერეთის რეგიონალური ჩემპიონატი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – თბილისი 2015 – ს ეძღვნებოდა.

ამინდი