რუსმა ტურისტმა პუტინის წინააღმდეგ ქუთაისში კიდევ ერთი აქცია მოაწყო
თარიღი : 7-03-2014, 18:27 | კატეგორია: საზოგადოება

რუსმა ტურისტმა, რომელიც ქუთაისში იმყოფება, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სახელმწიფო მუზეუმის შენობაზე უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები გააკრა.
„პუტინ თავი დაანებე უკრაინას“, „რუსეთს ყირიმი არ სჭირდება, ყირიმი სჭირდება პუტინს“- ამ და სხვა სლოგანებით რუსმა ტურისტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ცნობისთვის, რუსმა ტურისატმა ანალოგიური აქცია ქალაქში კაფე "ფოე-ფოე"-ს წინაც გამართა.