ხონში ის საბავშვო ბაღი და სკოლა რემონტდება, სადაც დევნილი ბავშვები სწავლობენ
თარიღი : 16-11-2019, 09:06 | კატეგორია: ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ხონის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად ქალაქ ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
ხელისუფლების წარმომაგდენლებმა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცვნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. რუსლან აბაშიძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
ლადო ჯურხაძემ სტუმრებს დევნილთა დასახლებაში არსებული №2 ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერებინა, რომლის დასრულების შემდეგაც ბაღი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მოემსახურება. ასევე მოინახულეს ხონის №4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, სადაც 200-მდე დევნილი მოსწავლე სწავლობს.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.